თარიღები: 05 იან - 03 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: დოქტორი
გამოცდილება: 10 წელზე მეტი
ელ. ფოსტა: info@sabauni.edu.ge
ტელეფონი: +995 577347700
მისამართი: თბილისი, კ. ქუთათელაძის 3 (მეტრო დელისის მიმდებარე)
მეცნიერება/განათლება:  პროფესორი

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი 2020 წლის 30 დეკემბერს აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

  • რელიგიის ისტორიის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
  • ფსიქოლოგიის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.

 

სამართლის ფაკულტეტი

  • საჯარო სამართლის მიმართულებით - პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით.
  • საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით.
  • სამოქალაქო სამართლის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით.
  • სისხლის სამართლის პროცესის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
  • სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
  • საკორპორაციო და გადახდისუუნარობის სამართლის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.

 

ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი

  • გამოყენებითი მათემატიკისა და კალკულუსის მიმართულებით (ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის) - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
  • თუ კანდიდატები ვერ დააკმაყოფილებენ გამოცხადებულ მოთხოვნებს ისინი ვერ აირჩევიან აკადემიურ თანამდებობებზე.
  • აკადემიურ თანამდებობებზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვროს:

 

ძირითადი კრიტერიუმი:

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 

დამატებითი კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის სილაბუსი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრულისა);
  • კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
  • პროფესიული განვითარება;
  • სტიპენდიები და გრანტები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
  • უცხო ენის (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
  • საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა;
  • სასწავლო კურსის კონცეფციის ზეპირი პრეზენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
  • გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში).

 

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
  • კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 

შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

  • ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი

შენიშვნა: უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თვისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადინისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას შესაბამისი ცნობის წარმოდგენა.

პროფესორის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების  მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: +995 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .

საბუთების მიღება განხორციელდება  2021 წლის 01 თებერვლიდან 03 თებერვლის  ჩათვლით. ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი  ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 577347700.

 საკონკურსო კომისია მუშაობას  განახორციელებს  2021 წლის  04 თებერვლიდან

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2021 წლის  09 თებერვლამდე.

კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.

 

 

 

 




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV