პროფესიული მხარდაჭერის პროგრამა HR-ებისათვის

თარიღები: 05 იან - 03 თებ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: Hrcarefund@gmail.com
ადამიანური რესურსები:  HR სპეციალისტი ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  სემინარები სტიპენდიები

როფესიული მხარდაჭერის პროგრამა HR-ებისათვის

 

ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ HR Care დაიწყო პროფესიული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება HR-ებისათვის.

 

პროგრამის მიზანს წარმოადგენს მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ადამიანური რესურსების მართვის ის პროფესიონალები, რომლებმაც მიმდინარე პანდემიიდან გამომდინარე დაკარგეს სამსახური. მათთვის პროგრამაში მონაწილეობა აბსოლუტურად უფასოა და გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიიღონ სტიპენდია. 

 

პროგრამა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:

  1. მასტერ-კლასების სესია

პროგრამის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი მასტერ-კლასები:

 

რა სარგებლობა მოაქვს HR?

ახალი წელი - ახალი მე; ანდრო დგებუაძე - 11 იანვარი, 18:00 სთ

შემზღუდავი რწმენები, თინათინ რუხაძე, 25 იანვარი, 18:00 სთ

დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებული ახალი HR ტრენდები, 11 თებერვალი, 18:00 საათი

 

მასტერ-კლასზე დასწრება, გარდა პროგრამის ბენეფიციარებისა, შეუძლია ნებისმიერ HR პროფესიონალს და მათთვის მასტერ-კლასზე დასწრების ღირებულება სიმბოლურია: 30 ლარი. აღნიშნული სრულად მოხმარდება ბენეფიციარების სტიპენდიას. 

 

მასტერ-კლასებზე რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე გადასვლით:

 

 

 

  1. მენტორ-სესიებში მონაწილეობა

მასტერ-კლასების პარალელურად ჩატარდება პრაქტიკული მენტორ-სესიები პრაქტიკოსი და გამოცდილი HR პროფესიონალების მიერ, რომლებიც პროგრამის ბენეფიციარებს გაუზიარებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებსა და რჩევებს, რაც მათ დაეხმარებათ ახალი სამსახურის მოძიებაში. 

 

  1. ქოუჩინგ-სესია

ქოუჩინგ-სესიები ჩატარდება ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის წევრების მიერ და აღნიშნული სესია ორიენტირებული იქნება თითოეული ბენეფიციარის კონკრეტულ საჭიროებაზე, რაც მათ დაეხმარებათ პიროვნულ განვითარებაში. 

 

  1. კონსულტანტებთან ასისტენტად მუშაობის შესაძლებლობა

პროგრამის ბენეფიციარს ექნება შესაძლებლობა ასისტენტად იმუშაოს ერთ-ერთ HR კონსულტანტად და აღნიშნული პროექტის განმავლობაში მიიღოს დამატებითი ცოდნა და გაიუმჯობესოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. 

 

  1. სტიპენდია 

საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარს შეუძლია მოითხოვოს პროგრამის განმავლობაში (სამი თვე) სტიპენდიის აღება. ინფორმაცია, თუ რომელი ბენეფიციარი სარგებლობს სტიპენტიით და რომელი არა, კონფიდენციალურია. 

 

პროგრამის ბენეფიციარად დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე გადასვლით:

 

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: Hrcarefund@gmail.com


მსგავსი განცხადებები
Head of HR Department

HH Recruitment


14 იან - 22 იან

HR Generalist

თბილისი ჰილს დეველოპმენტ ენდ კონსტრაკშენი


20 იან - 18 თებ

logo

HR სპეციალისტი

ნეოფარმი +


11 იან - 09 თებ

logo

HR სპეციალისტი

G&A GROUP


20 იან - 18 თებ

იურისტი/ეიჩარის სპეციალისტი

გერმანული ჰოსპიტალი


15 იან - 13 თებ

ლიდერატორი - ადამიანური კაპიტალის მართვა

საქართველოს ბანკი


18 იან - 07 თებ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV