ანაზღაურებადი სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში  ქსელის მიმართულებით

თარიღები: 05 იან - 03 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
ელ. ფოსტა: vacancy@clean-house.ge
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ზოგადი მარკეტინგი

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 165 ფილიალით.

  

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

 

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.  

 

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში  ქსელის მიმართულებით.

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე);

 

სტაჟირება მოიცავს:

  • მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელება/კონტროლი;
  • ივენთ მენეჯმენტი;
  • ქსელის უზრუნველყოფა სხვადასხვა საჭირო პოს მასალებით;
  • ახალი ფილიალების გახსნის ორგანიზება;
  • მარკეტინგული ანალიტიკის წარმოება და რეპორტინგი;
  • სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაციის დამყარება;
  • სარეკლამო მასალების შეკვეთა და ქსელში გადანაწილების უზრუნველყოფა;
  • ბიუჯეტირება და დოკუმენტბრუნვის კონტროლი.

 

მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელური;
  • მიზანდასახული;
  • პასუხიმგებლიანი;
  • ორგანიზებული;
  • ენერგიული;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge .   გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიცია, „სტაჟირება მარკეტინგის პეტარტამენტში“.

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „სუფთა სახლი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი განცხადებები
Affiliate Manager

Niagara Technology


21 იან - 19 თებ

Head of Product Department

ლაიმ კონსალტინგი


23 იან - 20 თებ

Publisher Sales Manager

Flat Rock Technology


22 იან - 20 თებ

logo

ლიდერატორი - მარკეტინგი

საქართველოს ბანკი


18 იან - 07 თებ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV