სტაჟირება/ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი - ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით

თარიღები: 04 იან - 02 თებ
მდებარეობა: თბილისი რუსთავი მარნეული
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული აზერბაიჯანული
ელ. ფოსტა: hr@leadercredit.ge
საბანკო:  სტაჟიორი (საბანკო)

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:

სტაჟირება/ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი - ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით

 

მდებარეობა: ქ.თბილისი; ქ. რუსთავი; ქ.მარნეული

პერიოდი - 1 თვიდან 3 თვემდე


სტაჟირების პერიოდში თქვენ პრაქტიკულად შეისწავლით:

  • მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ საკრედიტო პროდუქტებს;
  • ახალი კლიენტების მოზიდვისათვის საჭირო ეფექტური გაყიდვების ხელოვნებას;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადებას, კლიენტების ბიზნესის ანალიზს/შეფასებას და კომიტეტზე წარდგენას;
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვას;


განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტირებით/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი)
  • საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ბაზისური ცოდნა
  • რუსული ან/და აზერბაიჯანული ენების ცოდნა (სასურველია რუსთავისა და მარნეულის კანდიდატებისთვის);


უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება
  • სისხარტე
  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა


თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge ან/და შეავსეთ აპლიკაცია http://www.leadercredit.ge (დასაქმდი ჩვენთან) .

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატიურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:

თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010)




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV