საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი მულტი-ბრენდული ვირტუალური რესტორანი ვის ქიჩენ / Vis Kitchen აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ნედლეულის და შესაფუთი მასალების მარაგების ნაშთების კონტროლი და შევსების მიზნით შეკვეთების განხორციელება;
- დისტრიბუტორების მიერ მოწოდებული ნედლეულის მიღების პროცესის მართვა, შესაბამისობის კონტროლი და სააღრიცხვო დოკუმენტების (ზედნადების) შეყვანა საოპერაციო პროგრამაში;
- შიდა გადაადგილებების გატარება პროგრამაში;
- ნაშთების ინვენტარიზაცია, შედეგების პროგრამულად აღრიცხვა, უარყოფითი ნაშთების კონტროლი, გასწორება და შესაბამისი ანალიზი;
- უვარგისი პროდუქციის ჩამოწერის გაკეთება პროგრამულად;
- წარმოების მონიტორინგი და ხარვეზების აღმოფხვრა;
- ობიექტის მენიუს მართვა, პროდუქტების და ფასების განახლება, როგორც პარტნიორი კომპანიების პლანშეტებში ასევე საოპერაციო პროგრამაში;
- საოპერაციო პროგრამაში პროდუქტების და ინგრედიენტების ჩამოწერა, რეცეპტების კონტროლი და განახლება;
- შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი;
- საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა შეძლებისდაგვარად;
- პარტნიორი კომპანია Elvis, Glovo, Wolt პლანშეტებიდან შემოსული შეკვეთების დადასტურება;
- შემოსული შეკვეთების საოპერაციო პროგრამა FINA-ში გატარება;
- ამობეჭდილი ჩეკბის კონტროლი და სპეციალურ ადგლზე განთავსება;
- მომზადებული შეკვეთის აგროვება და პარტნიორების კურიერებისთვის გადაცემა;
- პროგრამულად დღის გახსნის და დახურივის პროცედურის მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სარესტორნო პროგრამა FINA-ში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- რესტორანში ან/და ფასფუდში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- რესტორანის ორგანიზაციული სტრუქტურის და საოპერაციო პროცესების ცოდნა;
- ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი;
- ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები;
- კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითველბა უპირატესობად;
- მარაგების მართვის გამოცდილება;
- სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კვებით სრულად უზრუნველყოფას
- კონკურეტულ ანაზღაურებას;
- კარიერული და პიროვნული ზრდის საშუალებას:
- ადგილმდებარეობა - თბილისის ცენტრში;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr.viskitchen@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ვირტუალური რესტორანის მენეჯერი"