შ.პ.ს ნაზილბე + აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
მდებარეობა: ბათუმი
ხელფასი: 2000-3000 ლარამდე
მოვალეობები:
- ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის ფინანსური ანალიზის მომზადება და წარდგენა
- კომპანიის მიერ რეალიზებული სერვისების შესახებ მონაცემების მოგროვება/დამუშავება ფილიალების მიხედვით და ფინანსური ანალიზის მომზადება
- წლიური ბიუჯეტის დაგეგმვასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება
- ფინანსური ანალიზის მომზადება და დირექტორთა საბჭოზე მისი პრეზენტაცია
- კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემებისა და პროცედურების ანალიზი
- ხარჯების შემცირების შესაძლებლობების შესახებ წინადადებების შემუშავება და დირექტორთა საბჭოზე გატანა განსახილველად
- კომპანიაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების შემუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების განხრით.
- სამუშაო გამოცდილება ფინანსების/აუდიტის მიმართულებით
- MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- სასურველია ერკვეოდეს IT სპეციალისტის საქმიანოაში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე და შეავსოთ განაცხადი მისამართზე: http://crm.nazilbe.ge/pub/form/3/jhlq89/ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.