სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“, აცხადებს ვაკანსიას „მღებავი“- ს პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.
კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 871 ლარიდან 1113 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;
სამუშაოს დახასიათება:
- ზედაპირების შეღებვა, რომლებიც არ მოითხოვენ მაღალხარისხოვან დამუშავებას, საგოზავის წასმის შემდეგ, გრუნტის ფენას და მათ გაპრიალებას, სხვადასხვა გამაპრიალებელი მასალებით;
- დეტალების შეღებვა ამოვლების მეთოდით და ფუნჯით საგოზავისა და გრუნტის გარეშე;
- შესაღები ზედაპირების გაწმენდა ხენჯისაგან, კოროზიისაგან, ლაქ-საღებავების ნარჩენებისაგან, მტვრისა და სხვადასხვა ჭუჭყისგან ფუნჯით და საფხეკელებით;
- დეტალების გარეცხვა ტუტეებით, წყლით და გამხსნელებით;
- ზედაპირების მომზადება შესაღებად;
- ზედაპირების განცხიმვა, ალიფით დაფარვა და გრუნტით დაფარვა;
- ლაქ-საღებავი მასალების გაფილტვრა;
- შეღებილი ნამზადების შრობა;
- გაწმენდა და გარეცხვა გამოყენებული ინსტრუმენტების, ფუნჯების, ტრაფარეტების, ტარის, საღებავის გამფრქვევის, შლანგების;
- ლაქ-საღებავის მიღება და სამუშაო ადგილზე მიტანა;
- დეტალების, ნამზადების სპეციალურ მოწყობილობაზე ჩამოკიდება და მოხსნა შეღებვის შემდეგ;
- საღებავების, ლაქების, საგოზავების, გრუნტის და საცხებების შედგენა უფრო მაღალი კვალიფიკაციის მღებავის ხელძღვანელობით.
უნდა იცოდეს:
- დეტალების შეღებვის მოქმედებები ამოვლების მეთოდით;
- ზედაპირის შეღებვისათვის მომზადების წესები;
- მოთხოვნები გასაწმენდი ზედაპირისადმი: კოროზიაზე, ხენჯზე და მისგან დაცვის საშუალებები;
- საღებავების, ლაქების, ემალის, გრუნტის, საგოზავის დასახელება და სახეები;
- საგოზავი მასალების შემადგენლობა;
- საშრობი კამერების და კარადების მომსახურების წესები და ნამზადების შრობის რეჟიმები;
- საღებავის ხელით მორევის მეთოდები;
- სამღებრო ინსტრუმენტის დანიშნულება და გამოყენება;
- გამოსაყენებელი ინსტრუმენტების, ფუნჯების სხვადასხვა ტიპის, ტარის და საღებავმფრქვევი აპარატების შემადგენლობა, გარეცხვის და გაწმენდის მეთოდები;
- ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები სამღებრო სამუშაოების ჩატარების პროცესში.
სამუშაოს მაგალითები:
-
მარტივი კონფიგურაციის დეტალების კარკასები, გარსაცმების გაწმენდა, განცხიმვა, გრუნტით დაფარვა;
-
სხმული დეტალები, კრონშტეინი, კორპუსები, განცხიმვა, გრუნტის ფენის წასმა;
-
ღობეები, ჭიშკარი, გისოსების შეღებვა;
-
აღჭურვილობის გაწმენდა ჟანგისაგან, დაგრუნტვა;
-
სპეციალური ქანჩის გასაღები, ბრტყელტუჩა, მკვნევარები და სხვა ინსტრუმენტები - შეღებვა;
-
გარსაცმი, ხუფი, კორპუსის დეტალები-განცხინვა;
-
ლითონისა და ხის კონსტრუქციების გაწმენდა, განცხიმვა, გრუნტის ფენის წასმა;
-
ფოლადის კონსტრუქციების გაწმენდა კოროზიისაგან,ზეთის ლაქებისაგან;
-
მილები სხვადასხვა დიამეტრის დაგრუნტვა;
-
ხელსაწყოთა ყუთები (ლითონური და არალითონური) შემფუთავის გაწმენდა, განცხიმვა;
-
ფოლადების მომჭერები, საკეტები, დამხშობების გარე ზედაპირის დაგრუნტვა და შეღებვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო სკოლა დამთავრებული (სასურველია ჰქონდეს პროფესიული განათლება)
- არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
უნარები:
- კომუნიკაციის უნარი
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი
- ხარისხზე ორიენტირება
- პროდუქტიულობა
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) ქართულო ენაზე გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge დასათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „მღებავი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.