თარიღები: 23 დეკ 2020 - 21 იან
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 871 - 1113
განათლება: საშუალო განათლება
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: hr@delta.gov.ge
წარმოება/ოპერაციები:  მეტალი/შედუღება

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“,  აცხადებს ვაკანსიას „აირშემდუღებლი“- ს პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით. 

 
კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები; 
ანაზღაურება: 871 ლარიდან 1113 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);  
მდებარეობა: ქ. თბილისი 

სამუშაო განაკვეთი: სრული 

 

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;  
 

სამუშაოს დახასიათება: 

  • დეტალების, კონსტრუქციებში შემავალი ნაკეთობების შედუღების ნაკერის ყველა სივრცობრივ მდგომარეობაში მოჭიდება; 
  • შესადუღებელი შენაერთების მომზადება შესადუღებლად და ნაკერის გაწმენდა შედუღების შემდეგ; 
  • აირის ბალონების მომზადება სამუშაოსთვის; 
  • გადასატანი აირგენერატორების მომსახურება; 
  • ნახშირბადიანი ფოლადებისგან დამზადებული მარტივი დეტალების, კვანძების და კონსტრუქციების შედუღების ნაკერის ქვედა და ვერტიკალურ მდგომარეობაში აირული შედუღება; 
  • მარტივი დეტალების დადუღება; 
  • მარტივ სხმულებში დადუღებით ნიჟარებისა და ბზარების აღმოფხვრა; 
  • სწორების დროს კონსტრუქციების და დეტალების შეთბობა. 

 

 

უნდა იცოდეს:  

  • აირსაშემდუღებლო აპარატების, აირგენერატორების, ჟანგბადის და აცეტილენის ბალონების, რედუცირებადი ხელსაწყოების და შედუღების სანთურების მოწყობილობა, მუშაობის პრინციპი და მათი უსაფრთხოდ მომსახურების წესები;  
  • შედუღების შეერთებების და ნაკერების სახეობები;  
  • მარტივი ნაკეთობების შედუღებისათვის მომზადება;  
  • გამოყვანის ტიპები და შედუღების ნაკერების აღნიშვნა ნახაზებზე;  
  • შედუღების დროს გამოყენებადი აირების და სითხეების ძირითადი თვისებები და მათი მოხმარების წესები;  
  • ბალონებში აირების დასაშვები ნარჩენი წნევა;  
  • შედუღების დროს გამოყენებადი ფლუსების დანიშნულება და მარკები;  
  • შედუღების დროს დეფექტების წარმოქმნის მიზეზი, აირული ალის მახასიათებლები;  
  • ბალონების შეღებვის ფერი მათში მოთავსებული აირების მიხედვით;  
  • აირის დანიშნულების ადგილებამდე მიწოდების კომუნიკაციის მოწყობა და მათთან მიერთების წესები. 

  

 

სამუშაოს მაგალითები: 

  • გვერდული ტენტის კარკასების დეტალები - მოჭიდება და შედუღება; 
  • ილუმინატორები და სახურავები - შედუღება; 
  • ზეთის ტუმბოების და ავტომობილის ფილტრების კონუსები - სხმულებში ნიჟარების დადუღება; 
  • დამცავი გარსაცმები - შედუღება; 
  • დამხშობის (დემპფერის) ავტომობილის ჩარჩოზე სამაგრების კრონშტეინები (ბრჯენები) - ბზარების დადუღება; 
  • საყალიბე - ყურების მიდუღება; 
  • ქვეშები ჩარხებისთვის - შედუღება; 
  • მიმღები მილები - დამცავი ბადეების შედუღება; 
  • ავტომობილის ფრთების გამაძლიერებელი - შედუღება; 
  • ავტოთვითმცლელის ჰიდრავლიკური მექანიზმების ფიქსატორები - შედუღება;  
  • სხვადასხვა დიამეტრის მილების დაბოლოებების შეპირიპირება, მორგება, მათი მოჭიდება და შედუღება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

  • საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება; 
  • შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება. 

 

უნარები: 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • კომპლექსური აზროვნება 
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი 
  • ხარისხზე ორიენტირება 
  • პროდუქტიულობა 
  • საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge

და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „აირშემდუღებლი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება. 


მსგავსი განცხადებები
ავტომატური და ნახევრად ავტომატური შემდუღებელი რუსთავში

Construction Service


21 დეკ 2020 - 19 იან

logo

ელ. შემდუღებელი

სამშენებლო კომპანია ეს კონსტრაქშენი


11 იან - 09 თებ

შედუღების ინჟინერი რუსთავში

Construction Service


22 დეკ 2020 - 20 იან

logo

რკინის ხელოსანი

გრანდ მეტალ


25 დეკ 2020 - 22 იან

logo

ელექტრო-შემდუღებელი ქუთაისში

ჯთ დიზაინ მეტალი


14 იან - 11 თებ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV