სოციალური მუშაკი

თარიღები: 21 დეკ 2020 - 17 იან
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: lia.chiladze@caritas.ge
არასამთავრობო (NGO):  სოციალური მუშაკი

საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის თანამდებობაზე


სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

თანამდებობა:                    სოციალური მუშაკი

პროგრამა/პროექტი:           სოციალური ზრუნვის პროგრამა / მოსმენის ცენტრები და
სიღარიბის შესწავლა

დასაქმების ტიპი:               ხელშეკრულება

სამუშაო გრაფიკი:              კვირაში 40 საათი.

ვაკანსია ღიაა:                     სერტიფიცირებული სოციალური მუშაკებისთვის

ხანგრძლივობა:                  გრძელევადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;

ადგილმდებარეობა:           თბილისი, დიდუბე, თ.ერისთავის ქ.#2დ

ანაზღაურება:                      842 ლარი - ხელზე (გამოსაცდელი ვადის შემდეგ - 895 ლარი)

 

 

პროექტის შინაარსი:

„მოსმენის ცენტრები და სიღარიბის შესწავლა“ არის კარიტასის პროექტი, რომლის მიზანია გაჭირვებული ადამიანის საჭიროების დაფარვის ხელშეწყობა და მისი გადამისამართება შესაბამის სოციალურ მომსახურებაში, ასევე ქვეყანაში სიღარიბის დონის შესწავლა. პროექტი გულისხმობს ბენეფიციარების მიღებას, მოსმენას, სიტუაციების გამოკვლევას და მონაცემების შეგროვებას, შეფასებას და შემდგომ საჭიროებებზე რეაგირებას.

 

 

სამუშაო მიზანი:

  • „მოსმენის ცენტრების“ პროექტის სოციალური მუშაკი პასუხისმგებელია განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები დროულად და ეფექტურად.


 

სამუშაო  ვალდებულებები:

  • ახდენს ბენეფიციარების მიღებას, გასაუბრების ჩატარებას, პრობლემების იდენტიფიცირებას და ეხმარება მათ გადაწყვეტაში;
  • ხელს უწყობს ბენეფიციარის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას;
  • ავსებს ელექტრონულ მონაცემთა ბაზას და საჭირო საბუთებს და ანკეტებს;
  • ხელს უწყობს ბენეფიციარებმა მიიღონ სარგებელი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სოციალური პროგრამებისაგან;
  • ასრულებს შუამავლის როლს ბენეფიციარის და სახელმწიფო/არასამთავრებო ორგანიზაციებს შორის;
  • ხელს უწყობს ბენეფიციარებს მიეწოდოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური სერვისები;
  • მოვალეა საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს ვიზიტები ბენეფიციარების საცხოვრებელ ადგილზე ან საჭირო დაწესებულებებში;
  • მოვალეა, საჭიროების შემთხვევაში, თან წაყვეს ბენეფიციარს სამთავრობო, თუ არასამთავრობო სოციალურ ან მსგავს სერვისში, ბენეფიციარისთვის სჭირო დახმარების უზრუნველსაყოფად;
  • მისი მოვალეობაა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების მეშვეობით ბენეფიციარის საზოგადოებაში რეინტეგრაციის უზრუნველყოფა;
  • დახმარებას უწევს პროგრამის მენეჯერსა და პროექტის კოორდინატორს პროექტის აქტივობების განხორციელებაში;
  • ახორციელებს საქმიანობას პროექტის კოორდინატორთან შეთანხმებით;
  • მხარს უჭერს და ეხმარება საქმიანობის ათვისებაში პროექტის მოხალისეებსა და პრაქტიკანტებს;
  • მოვალეა პროექტის თანამშრომლებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სოციალურ სფეროში გატარებული ცვლილებების შესახებ;
  • პროგრამის მენეჯერს დროულად აცნობოს პოტენციური პრობლემების შესახებ და მისცეს რეკომენდაცია მათი გადაწყვეტის შესახებ;
  • უზრუნველყოს კოორდინატორს ყოველთვიური ინფორმაციის მიწოდება განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
  • პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება;
  • პასუხიმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე;
  • მოვალეა პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;
  • მოვალეა იყოს პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი;
  • მოვალეა მონაწილეობა მიიღოს პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში;
  • მოვალეა მონაწილეობა მიიღოს პროექტის თანამშრომელთა რეგულარულ შეხვედრებში და ხელი შეუწყოს პროექტის განვითარებას;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება, გამოცდილება, უნარები

 

აუცილებელია:

  • სოციალური მუშაკის სერტიფიკატი ან ბაკალავრის დიპლომი სოციალური მუშაობაში (დიპლომის ან სერტიფიკატის არმქონე კანდიდატები არ განიხილება)
  • სოციალურად დაუცველ პირებთან ურთიერთობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
  • კომუნიკაციის კარგი უნარები, თბილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ნებისმიერი ბენეფიციარის მიმართ
  • გუნდში მუშაობის გამოცდილება
  • წერითი და ანალიტიკური უნარები
  • ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა

 

სასურველია:

  • ინგლისური ენის ცოდნა

 

 

პიროვნული მახასიათებლები

 

აუცილებელია:

  • გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
  • პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
  • მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
  • წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
  • როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
  • სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
  • მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას
  • კეთილგანწყობა, თბილი მიპყრობა ნებისმიერ ბენეფიციართან

 

 

 

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: lia.chiladze@caritas.ge

გთხოვთ დანიშნულებაში (წერილის თემაში) მიუთითოთ: „სოციალური მუშაკის ვაკანსია“.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.

 

 

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა:   17.01.2020

 

 

ორგანიზაციის შესახებ:          საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის  უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge;   

https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial;




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV