გაყიდვების დირექტორი

თარიღები: 19 ნოემ - 18 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@bs.ge
TOP მენეჯმენტი:  გაყიდვების დირექტორი

"ბიესი“ ლიდერი კომპანიაა საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში და წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ და ინოვაციურ სამშენებლო გადაწყვეტილებებს სთავაზობს. "ბიესი“ ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებზეა ორიენტირებული და ყველა მსხვილ ქართულ სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობს. კომპანიას გააჩნია სამშენებლო მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება.

 

კომპანია "ბიესი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე

 

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • გაყიდვების სტრატეგიის მომზადება
  • შემოსავლების ზრდის ყოველწლიური გეგმის მომზადება, მათ შორის გაყიდვების მოსალოდნელი მოცულობების პროგნოზი, გაყიდვებიდან მოსალოდნელი მოგების პროგნოზი როგორც ახალი ისე არსებული პროდუქტებისათვის.
  • გაყიდვების გუნდისათვის სტრატეგიული და ტაქტიკური მიმართულების განსაზღვრა, ხელმძღვანელობა და მართვა
  • გაყიდვების მენეჯერებისათვის გაყიდვების სამიზნე მაჩვენებელის განსაზღვრა და გაყიდვების წამახალისებელი პროგრამების შემუშავება
  • გაყიდვების რეპორტების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტთან
  • პოტენციურ და არსებულ მსხვილ კლიენტებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ურთიერთობის დამყარება და განმტკიცება
  • მენეჯმენტისათვის კონკურენტული ფასების შეთავაზება კლიენტის მოზიდვის/შენარჩუნების მიზნით
  • ტენდენციების, ეკონომიკური მაჩვენებლების და კონკურენტების კვლევა
  • მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასების პროცესის შექმნა და ზრდის უზრუნველყოფა
  • გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესებისა და პროცედურების პერიოდული შეფასება და ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტისათვის ცვლილებების შეთავაზება

 

კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება, ფინანსების, მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
  • გაყიდვების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე (სამშენებლო პროდუქციის გაყიდვის გამოცდილება და ინდუსტრიის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად)
  • უნდა შეეძლოს გამართულად წერა და ფლობდეს კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგ უნარებს
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bs.ge




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV