ტენდერი სასტუმროს მომსახურების შესყიდვასთან დაკაშირებით

თარიღები: 16 ნოემ - 29 ნოემ
მდებარეობა: თბილისი გორი ქუთაისი
ელ. ფოსტა: pataraia@gip.ge
მისამართი: ქ. თბილისი, პუშკინის 13, 0105.
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
ტენდერი/კონკურსი:  ტენდერი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) “ცვლილებებზე ორიენტირებული ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდებისთვის" პროგრამის ფარგლებში აცხადებს ღია ტენდერს და იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებს სასტუმროს მომსახურების შესყიდვასთან დაკაშირებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალები:

მომსახურების გაწევის ადგილი:

  • შიდა ქართლი (გორი)
  • იმერეთი (ქუთაისი)
  • თბილისი

 

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა პირებმა შესაძლოა შემოტანონ განაცხადი მხოლოდ ერთი ან რამდენიმე რეგიონისთვის.

სავარაუდო დაწყების თარიღი: 12 დეკემბერი, 2020 წელი სავარაუდო დასრულების თარიღი: 27 ივნისი, 2021 წელი ტენდერში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ:

  • სასტუმროში ერთ, ორ ან სამ ადგილიანი ნომრებში მონაწილეების განთავსება საუზმით (15 ადამიანი)
  • სასტუმროში საკონფერენციო ოთახი 35 ადამიანის განსათავსებლად აღჭურვილი სათანადო ინვენტარით და ტექნიკით.
  • ორი ყავის შესვენება და ერთი ლანჩი (35 ადამიანი)

 

შენობა ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვის.

აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება ყოველ მეორე შაბათ-კვირას 12 დეკემბერი, 2020 - 27 ივნისი, 2021 პერიოდში.

თანხის გადახდის პირობები: მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად და შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. სავალდებულო მოთხოვნები: ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

  • ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები, პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი)
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უახლოესი თარიღით განახლებული)
  • მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა - დანართი 1 ხელმოწერით და ბეჭდით (შენიშვნა: ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებულ უნდა იქნას საკონფერენციო დარბაზის, განთავსების, ყავის შესვენების და სადილის ხარჯი)
  • შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი)
  • შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს, რადგან პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით
  • საკონფერენციო დარბაზის სურათები

 

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს:

  • რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და აღნიშნულ სფეროში ოპერირების მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
  • რომელიც რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
  • რომელსაც გახსნილი აქვს ლარის მიმდინარე ანგარიში ქართულ საბანკო დაწესებულებაში

 

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ქართულ ენაზე.

სატენდერო წინადადების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2020 წლის 29 ნოემბერი. განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე pataraia@gip.ge ან საფოსტო მისამართზე: ქ. თბილისი, პუშკინის 13, 0105.

გთხოვთ საგნის ველში მიუთითოთ მომსახურების გაწევის ადგილი (რეგიონი), რომელზეც შემოგაქვთ სატენდერო წინადადება. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) დაუკავშირდება მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელფოსტის მისამართზე: pataraia@gip.ge


მსგავსი განცხადებები
Assessment of the Status of Climate Finance in Armenia, Georgia,Kazakhstan Kyrgyzstan and Tajikistan

International Finance Corporation


19 ნოემ - 04 დეკ

Development of Tbilisi City Hall’s Open Data Portal Concept and Terms of Reference

Tetra Tech ARD


06 ნოემ - 30 ნოემ

ტენდერი ავტომანქანების ზამთრის საბურავების შესყიდვაზე ნატახტარში

ლომისი


10 ნოემ - 09 დეკ

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენერი სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებისათვის

World Vision


17 ნოემ - 25 ნოემ

logo

ტენდერი Carrefour-ის მაღაზიების  დაკაბელების/ქსელის მოწყობის შესყიდვაზე

Carrefour Georgia


20 ნოემ - 30 ნოემ

logo

Tender on Keg Closures in Natakhtari

ლომისი


20 ნოემ - 04 დეკ

ტენდერი გათბობა-გაგრილება ვენტილაციის სისტემების ტექნიკურ კვარტლურ მომსახურებაზე

Carrefour Georgia


17 ნოემ - 30 ნოემ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV