ვებ პლატფორმების კოორდინატორი

თარიღები: 19 ნოემ - 13 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: info@doki.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ვებ-პროგრამისტი ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)

"კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე როგორც ბრენდი, წარმოდგენილია აუთლეტ- ჰიპერმარკეტის სახით. კონტეინერი ორიენტირებულია სწრაფ განვითარებასა და სავაჭრო ნიშნის პოპულარიზაციაზე, რაც ძირითადად განპირობებულია სავაჭრო სივრცეში ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქციის წარმოდგენით.  

ამ ეტაპზე კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვებ პლატფორმების კოორდინატორის პოზიციაზე.
 

 

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: სრული.

ანაზღაურება: ფიქსირებული. (კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.)

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N36.
 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ვებგვერდის საძიებო სისტემებთან ადაპტაცია;
  • პროგრამასთან ინტეგრირება და ყიდვის პროცესის გამარტივება;
  • მობილური ვერსიის ოპტიმიზაცია;
  • ონლაინ გაყიდვების ინტეგრირება;
  • სხვადასხვა სერვერებიდან და მონაცემთა ბაზებიდან მონაცემების ინტეგრაცია;
  • პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების დიაგნოსტიკური მხარდაჭერა და დეფექტების აღმოფხვრა;
  • სხვადასხვა პროექტებზე/ამოცანებზე მუშაობა, ამოცანების პრიორიტიზაცია და ორგანიზება შრომის ნაყოფიერების მაქსიმალურად ზრდის და სამუშაოს მაღალხარისხიანად და დროულად შესრულების მიზნით;
  • მონაცემთა ეფექტიანი ანალიზის ინსტრუმენტების არსებობა, მათ შორის ინტერნეტ პორტალის ყველაზე ხშირად მონახულებული ფუნქციები და მცირე ვირტუალური გვერდები;
  • პროგრამირების ახალი მიდგომების მუდმივი ძიება და არსებულ სისტემებში მათი გამოყენება;
  • ვებ კონტენტის შემუშავება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ;
  • MS SQL მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Web პროგრამირების ტექნოლოგიების ცოდნა (HTML, CSS, Javascript, XML);
  • HTML markup-ის აწყობის გამოცდილება;
  • ინგლისური ან რუსული ენების სამუშაო დონეზე ფლობა (მინიმუმ B2-დონე);
  • Design pattern-ის ცოდნა;
  • კომპანიის ინტერესების შესაბამისი კონტენტის შექმნა; ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ვებ პლატფორმაზე მისი პერმანენტული განთავსება (როგორც ფოტო/ვიდეო, ასევე ბეჭდური ვერსიით);

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ტექნიკური პრობლემის  მყისიერი იდენტიფიკაციისა და გადაწყვეტის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;

 

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალი გუნდით დაკომპლექტებულ ჯანსაღ სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ პროფესიული ზრდის პერსპექტივა და ასევე სხვადასხვა ტიპის ბენეფიტები.

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის 2 ეტაპს:

რეზიუმეების გადარჩევა; ინდივიდუალური გასაუბრება.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@doki.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის  2020 წლის 13 დეკემბერი

გისურვებთ წარმატებებს!


მსგავსი განცხადებები
Remote Senior PHP/Laravel Developer

Scopic Software


27 ნოემ - 24 დეკ

logo

.Net დეველოპერი

თიბისი ბანკი


17 ნოემ - 30 ნოემ

logo

Data Miner

საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ვაკანსიები


06 ნოემ - 05 დეკ

IT სპეციალისტი

გრანდ ელექტრონიქსი


16 ნოემ - 15 დეკ

Junior DevOps Specialist

Flat Rock Technology


24 ნოემ - 23 დეკ

logo

Junior Technical Support Specialist

ფინკა ბანკი საქართველო


11 ნოემ - 10 დეკ

Laravel პროექტის მენეჯერი

ინსაიტი


20 ნოემ - 19 დეკ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV