კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ბათუმში

თარიღები: 10 ნოემ - 09 დეკ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: info@bntu.edu.ge
მეცნიერება/განათლება:  პროფესორი უნივერსიტეტი

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი  (შემდგომში - ბნსუ) აცხადებს ღია კონკურსს (შემდგომში - კონკურსი) შემდეგი  

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: 

  • საზღვაო ინჟინერია: ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია; 
  • საზღვაო ნავიგაცია: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია, ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია;  
  • მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; 

მოთხოვნები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:  

პროფესორისათვის:  

ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები; 

ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში - უსდ) არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის შესაბამის დარგში: არანაკლებ 6 წლის პროფესიული გამოცდილება და ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები. 

  • ასოცირებული პროფესორისათვის:  

ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები;   

ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის შესაბამის დარგში: არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება და ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები. 

  • ასისტენტ-პროფესორისათვის: 

ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები;  

ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის ვაკანსიის შესაბამის დარგში: მუშაობის არანაკლებ 4 წლის პროფესიული გამოცდილება და ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები. 

  • კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი ვაკანსიისათვის დადგენილი საკონკურსო მოთხოვნები აკადემიური ან პროფესიული ნიშნით. 
  • ყველა ზემოთ მითითებულ შემთხვევებში აუცილებელია საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) წარდგენა. 

 

კონკურსთან დაკავშირებული ვადები: 

  • კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება - 10.11.2020; 
  • საკონკურსიო საბუთების მიღება: 10.12 - 17.012.2020; 
  • საკონკურსო კომისიის მუშაობა: 18.12. - 22.12.2020;  
  • კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 22.12.2020; 
  • კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განცხადებების მიღება): 23.12.-24.12.2020; 
  •  საპრეტენზიო კომისიის მუშაობა - 25.12.2020; 
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 28.012.2020 (კონკურსის წინასწარი შედეგები მიჩნეულ იქნეს კონკურსის საბოლოო შედეგად, თუ არ მოხდება მათი გასაჩივრება); 
  • კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 29.12.2020.  

 

კონკურსზე წარსადგენი საბუთები:  

  • განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე; 
  • შევსებული „კონკურსანტის ანკეტა“; 
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი); 
  • ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4–ზე; ელ. ვერსია); 
  • უმაღლესი განათლების (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
  • ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიაციის დადასტურების შემთხვევაში: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის და საკონკურსო აკადემიური თანამდებობისთვის განსაზღვრული სამეცნიერო-პედაგორიური გამოცდილების (შრომის წიგნაკი, ცნობა ან/და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; 

ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურების შემთხვევაში: საკონკურსო აკადემიური თანამდებობისთვის განსაზღვრული პროფესიული და პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა ან/და სხვ.); 

  • უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი; 
  • საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი). უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც დაუდასტურდება წარდგენილი სასწავლო კურსის ინგლისურ/რუსულ ენაზე გაძღოლის კომპეტენცია; 
  • ინფორმაცია საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების შესახებ (მიეთითება „კონკურსანტის ანკეტაში“); 
  • „კონკურსანტის ანკეტაში“ კონკურსანტის მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. 

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადად (შრომითი ხელშეკრულების ვადად) განისაზღვროს: ასოცირებული პროფესორისთვის - უვადო, ასისტენტ-პროფესორისთვის - 4 წელი. 

საკონკურსო საბუთების მიიღება იწარმოებს ზემოთ მითითებულ ვადებში ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე ამონაბეჭდი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელექტრონული ფორმით (ბნსუ-ს ელ.ფოსტა: info@bntu.edu.ge). 

კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში საპრეტენზიო განცხადებების მიიღება მოხდეს ზემოთ მითითებულ ვადებში ყოველდღიურად 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე ამონაბეჭდი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელექტრონული ფორმით (ბნსუ-ს ელ-ფოსტა: info@bntu.edu.ge). 

კონკურსის წინასწარი და საბოლოო შედეგები გამოცხადდება ზემოთ მითითებულ ვადებში ბნსუ-ს ვებგვერდის (www.bntu.edu.ge) მეშვეობით. 

კონკურსთან დაკავშირებით დაინტერესეულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელ პირია ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნათია მიქელთაძე. საკონტაქტო ტელ.: +995 593 44 22 85; ელ-ფოსტა: info@bntu.edu.gen.mikeltadze@bntu.edu.ge  


მსგავსი განცხადებები
ღია კონკურსი ასოცირებულ პროფესორისა და ასისტენტის აკადემიურ თანამდებობებზე

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი


10 ნოემ - 08 დეკ

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი


09 ნოემ - 08 დეკ

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი


17 ნოემ - 16 დეკ

პროფესორი

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი


27 ნოემ - 24 დეკ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV