საწყობის მენეჯერი წილკანში

თარიღები: 10 ნოემ - 04 დეკ
მდებარეობა: დუშეთი სხვა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ელ. ფოსტა: HR@globalbeergeorgia.com
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი

“გლობალ ბიერ ჯორჯია”  აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე წილკანში.


Global Beer Georgia (GBG)  ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგს და გაყიდვებს.

კომპანიების ბრენდებია: აისი, კაიაკი, ყაზბეგი, შავი ლომი, კრუშოვიცე, ამსტელი; ჰეინეკენი, და ლიმონათი „ყაზბეგი“. GBG საერთაშორისო კომპანია ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიის და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

კომპანიის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ,  დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ლუდის და გაზიანი გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  სასაწყობე მეურნეობის განყოფილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მიმდინარე პროცესების მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • მზა პროდუქციის, ნედლეულის, მარაგ-ნაწილებისა და სარეკლამო მასალების სასაწყობე მეურნეობების სამუშაო პროცესების დაგეგმარება და შემდგომი მონიტორინგი;
  • საწყობში საქონლის და მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვისა და გაცემის სამუშაოების ხელმძღვანელობა, მათი რაციონალური განთავსება (FIFO მეთოდის დაცვით), საჭირო მასალების მოძიება და გაცემის ეფექტური პროცედურების შემუშავება და დანერგვა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა და კონტროლი;
  • საწყობებში საქონლის მიღება-დასაწყობება, გაცემისა და მარაგების სრული კონტროლი;
  • შესაბამისი დოკუმენტაციისა და ანგარიშების მომზადება-წარდგენა;
  • კომპანიის კუთვნილი აქტივებისა და ტექნიკის მონიტორინგი;
  • სასაწყობე მეურნეობებში ინვენტარიზაციების ორგანიზება და კონტროლი;
  • შესყიდვების განყოფილებასთან მჭიდრო კავშირი და მათი მონაცემებიდან გამომდინარე სხვადასხვა ქმედების დაგეგმვა;
  • ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
  • სერვისის გამწევ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმართვა;
  • შესაბამისი სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვა და შესრულება;
  • მენეჯმენტისგან მიღებული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა.
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა


დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი განცხადებები
მარაგების მენეჯერი

საბავშვო მაღაზია კარერა


24 ნოემ - 23 დეკ

საამქროს მუშა

ევრომეტალი


21 ნოემ - 20 დეკ

logo

სასაწყობე აღჭურვილობის კატეგორიის ასისტენტი

გორგია


02 დეკ - 31 დეკ

logo

საწყობის თანამშრომელი

Wishlist.ge


05 ნოემ - 04 დეკ

logo

საწყობის მენეჯერი

კამარა


19 ნოემ - 18 დეკ

საწყობის მენეჯერი

AWARD


25 ნოემ - 23 დეკ

საწყობის მენეჯერი ნავთლუღის ფილიალში

ჯიბე ქეშ & ქერი


16 ნოემ - 15 დეკ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV