საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

თარიღები: 17 ოქტ - 26 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

სხვა ვებ გვერდზე

საჯარო სამსახური:  საჯარო სამსახური (ზოგადი)

თანამდებობის დასახელება: მესამე რანგი − საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

  • სამუშაო პოზიციის დასახელება: საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
  • კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

 

ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება  და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.

შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).

 

კატეგორია: იურიდიული

  • თანამდებობრივი სარგო: 1200 ლარი
  • ადგილების რაოდენობა: 1
  • სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
  • გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (საჯარო მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის ცენტრალური ორგანოს საქმიანობის ხელშეწყობა;
  • „ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის ფარგლებში ცენტრალური ორგანოს საქმიანობის ხელშეწყობა;
  • იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის განხორციელების ხელშეწყობა;
  • ორმხრივი  და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი  ურთიერთდახმარების ფარგლებში თანამშრომლობის განხორციელების ხელშეწყობა;
  • დეპარტამენტის/სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით ანგარიშგებაში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო საჯარო სამართლის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით თემატური კვლევების ჩატარება და ანალიზი;
  • საერთაშორისო ღონისძიებებსა თუ უწყებათაშორის შეხვედრებში მონაწილეობა და სამინისტროს პოზიციის წარდგენა;
  • გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მხარდაჭერა.        

 

საკონკურსო თემატიკა:

  • მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის კონვენცია;
  • „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები გაერო-ს სისტემაში:
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები ევროპის საბჭოში: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ევროპული სასამართლო
  • ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენცია:

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 6 თვე - იურიდიული მიმართულებით;
  • ინგლისური  (B2) და რუსული (B1) ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა;
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • გუნდური მუშაობა;
  • მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
  • ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.

 

კონკურსის ეტაპები:

 

  • განაცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება;
  • გასაუბრება.
  • გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

 

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

დამატებითი ინფორმაცია:

 

  • ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; დაზღვევის კორპორაციულ პირობებს.
  •  
  • კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
  •  
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან ცნობა);
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
  •  
  • აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
  • აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
  • ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
  • კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
  • შეფასების ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში, სადაც გამსვლელ ქულად ჩაითვლება თითოეულში მაქსიმალური ქულის 51%-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება; კანდიდატს, რომელსაც კონკურსის ფარგლებში დანიშნული ტესტირების თარიღამდე 1 წლის განმავლობაში სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ გავლილი აქვს ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში და გადალახული აქვს მიმდინარე კონკურსის პირობებით დადგენილი ბარიერი, ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში აღნიშნული ეტაპი ჩაეთვლება გავლილად;
  • ასევე, კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას (მოცემული საკითხის ანალიზი ინგლისურ ენაზე), რომლის წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის 65%-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება;
  • გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად.
  • გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).

 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge 2020 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.

 

სხვა ვებ გვერდზე


მსგავსი განცხადებები
ადმინისტრაციის / დეპარტამენტი პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო


15 ოქტ - 26 ოქტ

logo

ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო


15 ოქტ - 26 ოქტ

logo

საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო


17 ოქტ - 26 ოქტ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV