პრობლემური სესხის ოფიცერი კახეთის რეგიონში

თარიღები: 15 ოქტ - 29 ოქტ
მდებარეობა: საგარეჯო გურჯაანი თელავი ყვარელი წნორი დედოფლისწყარო ლაგოდეხი ახმეტა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: cv@credo.ge
საბანკო:  პრობლემური სესხების ოფიცერი

დამსაქმებელი:        სს ,,კრედო ბანკი”

თანამდებობა:          პრობლემური სესხის ოფიცერი

სამუშაო ადგილი:   კახეთის რეგიონი (საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, ყვარელი, წნორი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ახმეტა)

 

 

„კრედო  ბანკი“ 20 წლიანი  ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია  უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.

 

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

 

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ  პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების  შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

 

  • დაზღვევა;
  • ტრენინგები;
  • მასტერკლასები;
  • კორპორატიული ღონისძიებები.

 

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ  კანდიდატს პრობლემური სესხის ოფიცრის პოზიციაზე კახეთის რეგიონში.

 

 

სამუშაო აღწერილობა:

პრობლემური სესხების ოფიცერი პასუხისმგებელია ორგანიზაციის  მიერ გაცემული პრობლემური სესხების ადმინისტრირება/ამოღებაზე, რაც გამოიხატება   სესხების დაფარვის/გადახდის მიზნით  ორგანიზაციის ინტერესების დაცვაში, მსესხებლებთან/თავდებებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობაში.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
  • მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
  • საქმიანობის კოორდინირება  რეგიონის მენეჯერთან და რეგიონალურ იურისტთან.
  • სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევა, პრობლემურ მსესხებელებთან და თავდებებთან  ვიზიტებზე სიარული, სატელეფონი ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.
  • პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებლის მიხედვით;

 

 

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიური განათლება)
  • სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად,  აღმასრულებლად  ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა);
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
  • სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი; მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (პრობლემური სესხის ოფიცერი კახეთის რეგიონში).

 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 29 ოქტომბერი

 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

#გახდიკრედოელი


მსგავსი განცხადებები
დავალიანების დამუშავების სპეციალისტი

ალგანი


08 ოქტ - 06 ნოემ

ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი

ფინანსური ბიურო


15 ოქტ - 13 ნოემ

ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში

ფინანსური ბიურო


15 ოქტ - 13 ნოემ

პრობლემური აქტივების ექსპერტი

პრობლემური აქტივების მართვის კომპანია


16 ოქტ - 14 ნოემ

პრობლემური სესხების ექსპერტი

სმარტ კაპიტალი


19 ოქტ - 17 ნოემ

logo

ოპერატორი

სმარტ კაპიტალი


19 ოქტ - 17 ნოემ

logo

პრობლემური სესხების მართვის ჯგუფის ექსპერტი რეგიონებში

ლაზიკა კაპიტალი


22 ოქტ - 20 ნოემ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV