მენეჯერი ოზურგეთში

თარიღები: 05 ოქტ - 03 ნოემ
მდებარეობა: ოზურგეთი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: vacancy@clean-house.ge
გაყიდვები:  ფილიალების ქსელი

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 163 ფილიალით.

  

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

 

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.  

 

ამჟამად მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიებს მენეჯერის პოზიციაზე ქ. ოზურგეთის ფილიალში;

 

ფუნქცია - მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
  • პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
  • წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • კონსულტანტებისა და მოლარეების მართვა;
  • ახალი პროდუქციის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • მერჩენდაიზინგის კონტროლი;
  • სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
  • სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • მოტივირებული;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სასურველია გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge.  გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა „მენეჯერი“ და ქალაქი „ოზურგეთი“.

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „სუფთა სახლი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი განცხადებები
Store Manager

Carrefour Georgia


23 ოქტ - 01 ნოემ

ადმინისტრატორი ვაკე-საბურთალოს რაიონში

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი


16 ოქტ - 14 ნოემ

დარბაზის ადმინისტრატორი

SPAR Georgia


16 ოქტ - 14 ნოემ

მაღაზიის ადმინისტრატორი

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი


22 ოქტ - 20 ნოემ

დარბაზის ადმინისტრატორი

მაღაზიათა ქსელი ბელმარტი


27 ოქტ - 25 ნოემ

მაღაზიის  მენეჯერი წალენჯიხაში

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი


28 ოქტ - 26 ნოემ

მაღაზიის ადმინისტრატორი

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი


09 ოქტ - 07 ნოემ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV