შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის  კოორდინატორი

თარიღები: 01 ოქტ - 30 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: jobs@nikora.ge
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება:  გარემოს დაცვის სპეციალისტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს 

ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, 

მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: 

მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი. 

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა

 რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge  

 

სს „ნიკორას“ ხარისხის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის  კოორდინატორის პოზიციაზე. 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • შრომის უსაფრთხოების მართვისა და გარემოს დაცვის სისტემების შემუშავება და შესრულების კონტროლი; 
  • ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოების დაცვის მარეგულირებელი დოკუმენტების პერიოდული განახლება კანონმდებლობის შესაბამისად და თანამშრომელთათვის გაცნობა; 
  • შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ორგანიზაციის მენეჯმენტისათვის წარდგენა. 
  • ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა და  შიდა კონტროლის განხორციელება; 
  • ჰოლდინგის წევრი კომპანიების და საწარმოთა ნარჩენების მართვის გეგმის განახლება და გარემოს დაცვის სამინისტროში წარდგენა; 
  • საფრთხის შემცველი ფაქტორების გამოვლენა და ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება პრევენციის მიზნით; 
  • ხანძარსაწინააღმდეგო, ევაკუაციის გეგმის შემუშავება და განახლება; 
  • საშიშროებების განსაზღვრა და რისკების შეფასება  უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით.  
  • საწარმოს რისკის მომცველი უბნების ყოველდღიური მონიტორინგი; 
  • მანქანა-დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის ინსტრუქციების შემუშავება; 
  • შრომის უსაფრთხოების საკითხებში პერსონალის სწავლების პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება;  
  • კომპანიაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა; 
  • ხარისხის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოებულ შიდა აუდიტში მონაწილეობა; 
  • წარმოებაში გეგმიური და წერტილოვანი ვიზიტების განხორციელება და შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სტანდარტების დაცულობის მონიტორინგი. 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება; 
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი; 
  • გარემოს დაცვის სპეციალისტის სერთიფიკატი; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
  • საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით; 
  • მანქანა-დანადგარების ტექ-პასპორტებთან მუშაობისა და მათი დამუშავების უნარი. 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები 

  • ტექნიკური უნარები; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • დეტალებსა და სიზუსტეზე ორიენტირებულობა; 
  • პრობლემის იდენტიფიცირების უნარი; 
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • შედეგებზე ორიენტირებულობა. 

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge  სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ნიკორამ“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის. 

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 ოქტომბერი. 




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV