ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის (EU4Youth) სოციალური მეწარმეობის განვითარების ახალი ინიციატივა

თარიღები: 30 სექ - 29 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: seag@mercycorps.ge
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
ტენდერი/კონკურსი:  კონკურსი

ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის (EU4Youth) „სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში“ პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი და მისი პარტნიორი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია (ეიბისიო-ჯორჯია), იწყებენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას ფინანსური მხარდაჭერის გზით.    

პროექტის მიზანია 18-29 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება სოციალური მეწარმეობის სფეროში, უთანასწორობის შემცირება მათი გაერთიანების,  დასაქმების და ჩართულობის უზრუნველყოფის მეშვეობით. საქართველოში პროექტი ხორციელდება კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

კონკურში მონაწილეობა შეუძლია: 

  • იურიდიულ პირს,  რომელიც ფუნქციონირებს როგორც სოციალური საწარმო ან აქვს სურვილი იმუშაოს სოციალური მეწარმეობის მიმართულებით კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში;
  • ფიზიკურ პირს ან საინიციატივო ჯგუფს,  რომელიც დარეგისტრირდება იურიდიულ პირად და სოციალურ მეწარმეობას განახორციელებს კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში

 

კონკურსში მონაწილე, უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან მინიმუმ ერთ-ერთს:

  • საწარმოს მენეჯმენტს ახორციელებდნენ ახალგაზრდები;
  • საწარმოში დასაქმებულთა უმეტესობა არიან ახალგაზრდები;
  • საწარმოს სოციალური მისია მიმართულია ახალგაზრდების სოციალური პრობლემების მოგვარებაზე

პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60,000 (სამოცი ათასი) ევროს ექვივალენტს ლარში, საიდანაც კონკურსში მონაწილეს მოეთხოვება მინიმუმ 35% თანხობრივი (ნაღდი ფული) თანამონაწილეობა. შემოთავაზებული პროექტის ბიუჯეტი და აქტივობები უნდა იყოს გათვლილი 2022 წლის 1 ივნისამდე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ კონკურში მონაწილეობა არ იძლევა ფინანსური მხარდაჭერის გარანტიას.

ელექტრონული სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომია თანდართული დოკუმენტების სახით.

შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა უნდა გაიგზავნოს 2020 წლის 10 ნოემბრამდე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: seag@mercycorps.ge 

ამ ვადის გასვლის შემდეგ გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 32 225-24-71 




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV