1C ოპერატორი

თარიღები: 17 სექ - 30 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე

სხვა ვებ გვერდზე

ბუღალტერია/ფინანსები:  1C სპეციალისტი

წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“  აცხადებს ვაკანსიას  1C ERP პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.

 

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 11 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში.

კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

დღეისათვის, ბიბლუსი აერთიანებს 64 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

 

„ბიბლუსი“ არის ქვეყნის  ერთ–ერთი  მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს – გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი  საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო 

მეტად  შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.

 

ასე, რომ მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.


ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროგრამის და დამატებითი მოწყობილობების ინსტალაცია;
  • ფილიალების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • ნაშთების კონტროლი;
  • ზედნადებების კონტროლი;
  • ფაქტურების კონტროლი;
  • რეპორტების მომზადება;
  • დაზიანებული ბაზების აღდგენა;
  • პროგრამაში გაშვებული კონფიგურაციის განახლება.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება,  სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები;

  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სტრესის მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.
     


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 2020 წლის 30 სექტემბრის  ჩათვლით  შეავსოთ  განაცხადი აღნიშნულ ბმულზე: 

http://hr.palitra.ge/vacancy/0xae3d005056a2625311eaf842e0278c07

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

 

გისურვებთ წარმატებას!

სხვა ვებ გვერდზე


მსგავსი განცხადებები
1C ადმინისტრატორი

HH Recruitment


24 სექ - 02 ოქტ

1C მოლარე-ოპერატორი

საგა იმპექსი


21 სექ - 20 ოქტ

აღმრიცხველი პროგრამა 1C-ში თანამშრომელი თეთრიწყაროში

აშენდი აგრო საქართველო


09 სექ - 08 ოქტ

1C ოპერატორი ქუთაისში

რეგალ


10 სექ - 09 ოქტ

1С ოპერატორი

Pine Tree International


15 სექ - 14 ოქტ

1c ოპერატორი

ფოლადის სახლი


16 სექ - 15 ოქტ

მიმღები ოპერატორი

სუპერმარკეტების ქსელი ჯორჯიტა


08 სექ - 07 ოქტ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV