თარიღები: 16 სექ - 30 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: ნახევარი განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: hr@sos-kd.ge
სამედიცინო:  ფსიქოლოგია

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" თბილისის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში, აცხადებს ფსიქოლოგის ვაკანსიას: 

სამუშაო ადგილი: თბილისი 

სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი 

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალებები: 

  • ბენეფიციარი ახალგაზრდების შეფასება და ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; 
  • მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად შემთხვევების განხილვა, საჭიროებების გამოკვეთა; 
  • ფსიქოლოგიური საჭიროებების მიხედვით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში შესაბამისი ღონისძიებების ასახვა და შესრულების მონიტორინგი; 
  • ახალგაზრდების პიროვნული უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა; 
  • ახალგაზრდების სოციალიზაციის ხელშეწყობა. ამ მიზნით, სხვადასხვა ღონისძიების (შემეცნებითი და გასართობი) დაგეგმვა და ორგანიზება, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით; 
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება მოთხოვნილი წესითა და სიხშირით. 

 

მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით 
  • ახალგაზრდებთან ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება  
  • წერითი უნარ-ჩვევები  
  • ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი 
  • ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი 
  • ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი  
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა 
  • მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ 
  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში 
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას; 
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას; 
  • კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს; 
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას; 
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას. 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge  2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა. 

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის დამხმარე, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას. 

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის პოლიტიკის შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge 


მსგავსი განცხადებები
ფსიქიატრი თელავში

სამედიცინო ფირმა კახეთი


18 სექ - 17 ოქტ

logo

ქცევითი თერაპევტი

კლინიკა ვალეო


18 სექ - 17 ოქტ

logo

ქცევითი თერაპევტი

პირველი ნაბიჯი საქართველო


15 სექ - 30 სექ

logo

ქცევითი თერაპევტი ბათუმში

რეაბილიტაციის ცენტრი "ფანშეტი"


17 სექ - 30 სექ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV