თარიღები: 15 სექ - 14 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: vacancy@unison.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  IT სპეციალისტი

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

 

„უნისონი“ პოზიციონირებულია, როგორც დამოუკიდებელი, წმინდა მზღვეველი, რომელიც არ არის აფილირებული სხვადასხვა არასადაზღვევო ბიზნესებთან - ბანკებთან, სამედიცინო და ფარმაცევტულ კომპანიებთან - და თანამშრომლობს დასავლეთის ქვეყნებისა და ლონდონის „A“ კატეგორიის საერთაშორისო გადამზღვევ უმსხვილეს კომპანიებთან.
“უნისონი“  მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის.

 

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, დაიცვას ბიზნესი ზედმეტი რისკებისგან, ხელი შეუწყოს თითოეული კლიენტის კეთილდღეობას. ამ მისიას „უნისონი“ წარმატებით ახორციელებს პროფესიონების გუნდის დახმარებით, რომელთაც სადაზღვევო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ და კარგად იციან თუ როგორ მართონ შესაძლო რისკები.

 

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს IT მენეჯერის  პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპიუტერული მოწყობილობების  ინსტალაცია და გამართვა;
  • საოფისე კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
  • სხვადასხვა საოფისე პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა დადგენილი პოლიტიკის შესაბამისად;
  • ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება, აპარატურის კონფიგურაცია დასმული ამოცანების შესაბამისად;
  • კომპიუტერული და ქსელური ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, გამართვა და კონფიგურირება;
  • თანამშრომელთათვის კომპიუტერულ ტექნიკასთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის და დახმარების გაწევა;

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) იმეილზე:  vacancy@unison.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.  

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

 

„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ

 

გაცნობებთ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი  ცვლილება ან წაშლა.


მსგავსი განცხადებები
IT Administrator - Spoken English

Shaw Academy


30 სექ - 29 ოქტ

IT Security Analyst

პროკრედიტ ბანკი


01 ოქტ - 11 ოქტ

IT მენეჯერი

საგა იმპექსი


21 სექ - 20 ოქტ

IT Specialist

Black Rock


21 სექ - 20 ოქტ

IT მონიტორინგის ინჟინერი

adjarasport.com


01 ოქტ - 30 ოქტ

IT Support

Stamba Hotel


01 ოქტ - 30 ოქტ

logo

IT სპეციალისტი

ეტალონი-მედია ჯგუფი


25 სექ - 02 ოქტ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV