კონსულტანტი ბათუმში

თარიღები: 14 სექ - 13 ოქტ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: jobs@biblusi.ge
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში. 

 
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 11 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. 

ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში. 
 
კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს 

თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. 
 
დღეისათვის, ბიბლუსი აერთიანებს 64 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 
 
"ბიბლუსი" არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს - გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი 

საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა. 
 
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. 
 
ჩვენთან გელოდებათ: 

  •  კარიერული განვითარების შესაძლებლობა;, 
  • კომფორტული სამუშაო გარემო; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება. 

 
ძირითადი მოვალეობები: 

  • მომსახურების კორპორატიული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება; 
  • პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა; 
  • სალარო აპარატთან მუშაობა. 

 
ძირითადი მოთხოვნები: 

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel). 

 
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:  

  • კომუნიკაბელურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პუნქტუალურობა. 
  • და რაც მთავარია - წიგნების სიყვარული. 

 

სამუშაო გრაფიკი: სრული. 

შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა:  6 თვე 

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ.ბათუმი, ინასარიძის 5. 

 
 
დაინტერესებულმა პირებმა, 2020 წლის 15 ოქტომბრის  ჩათვლით გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: jobs@biblusi.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.  

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: 
 
გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის 

განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, 

ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. 
 
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. 
 
კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. 
 
თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს. 
 
გისურვებთ წარმატებას! 


მსგავსი განცხადებები
Deutschsprachiger Vertriebsmitarbeiter

Strict Precise


15 სექ - 23 სექ

Sales Consultant

TIME


16 სექ - 30 სექ

Team Members in Batumi,kutaisi,tbilisi

სარაია


25 აგვ - 23 სექ

Консультант по продажам в Рустави

რუსთავის ავტობაზრობა


17 სექ - 07 ოქტ

logo

გამყიდველი

ი/მ ნატალია ტაბატაძე


18 სექ - 17 ოქტ

logo

გამყიდველი

საცხობი გემო


14 სექ - 13 ოქტ

logo

გამყიდველი

რძის ნაწარმის მაღაზია


21 სექ - 20 ოქტ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV