თარიღები: 07 სექ - 06 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 652 - 1635
განათლება: საშუალო განათლება
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: hr@delta.gov.ge
წარმოება/ოპერაციები:  დაზგის ოპერირება ხაზის ოპერატორი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ აცხადებს ვაკანსიას „მხეხავის“- ს პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.


კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 652 დან -1635 ლარამდე (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);

მდებარეობა: ქ. თბილისი.
 

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში;

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

 

სამუშაოს დახასიათება:

  • რთული, ექსპერიმენტალური და ძვირადღირებული დეტალების და ინსტრუმენტის ხეხვა და დაყვანა 3-5 ქვალიტეტებით და კბილსაჭრელი ინსტრუმენტების ხეხვა და დაყვანა 4-5 კლასის სიზუსტით, რომლებსაც გააჩნია დამუშავებისა და გაზომვებისთვის ძნელად მისადგომი, რთული კონფიგურაციის გარე და შიგა შეუღლებული ზედაპირები და საჭიროებენ რამდენიმე გადაყენებას და ზუსტ შემოწმებას, ოპტიკური ხელსაწყოების გამოყენებით. 
  •  ჩარხების გაწყობა აუცილებელი გაანგარიშებების შესრულებით.

 

უნდა იცოდეს:

  • განსხვავებული ტიპის სახეხი ჩარხების კონსტრუქცია და სიზუსტეზე შემოწმების წესები;
  • რთული დეტალების და ინსტრუმენტის დაყენების, დამაგრების და შემოწმების ხერხები, აგრეთვე დამუშავების თანმიმდევრობის განსაზღვრის მეთოდები;
  • რთული პროფილების დამუშავებისთვის, სახეხი ქარგოლების სწორების წესები და ხერხები;
  • დასამუშავებელი ლითონების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები;
  • დეფორმაციის მიზეზები დეტალების დაყენებისა და დამუშავებისას;
  • მოთხოვნილი სიზუსტის ქვალიტეტებისა და სიმქისის პარამეტრების მიღწევის ხერხები.

 

სამუშაოს მაგალითები:

  • მიკრომეტრული ზუსტი ხელსაწყოების ხრახნების -ხეხვა;
  • დგუშები დიამეტრით 300 მმ-მდე -ხეხვა;
  • ცილინდრები მაღალი სიზუსტის-ხეხვა;
  • სავაზნის დორნების პროფილური -ხეხვა;
  • 100 მმ-მდე  დიამეტრის და 800 მმ-მდე  სიგრძის საწელავები - კონუსის გარე წინა ზედაპირების და მაკალიბრებელი კბილების საბოლოო ხეხვა;
  • ევოლვენტური, მახვილშლიცური, სწორგვერდა შლიცური  საწელავები - პროფილური ხეხვა;
  • რთული მრუდებით შემოხაზული პროფილის ფასონური საჭრისები - ხეხვა;
  • საჭრისები ბრტყელი და მრგვალი სალი შენადნობის ფირფიტებით, რთული მრავალგადასვლიანი პროფილით და რთული შეუღლებებით - ხეხვა ალმასის ქარგოლებით;
  • მატრიცების სეგმენტები, პუანსონები, ექსცენტრიკები რთული ლეკალური მრუდებით - ხეხვა ოპტიკურ-სახეხ ჩარხებზე.

 

მოთხოვნები: 

უნდა ქონდეს:

  • საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
  • შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

 

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომპლექსური აზროვნება
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი
  • ხარისხზე ორიენტირება
  • პროდუქტიულობა
  • საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

 

*დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge *სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „მხეხავი“,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV