ტენდერი სამედიცინო აპარატების შესყიდვის თაობაზე

თარიღები: 07 სექ - 06 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: dato.edisherashvili@aversi.ge
ტელეფონი: +995 577 27 47 14
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
შესყიდვები:  ტენდერები ტენდერი/კონკურსი:  ტენდერი

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს სამედიცინო აპარატების შესყიდვის თაობაზე

(შესასყიდი აპარატების ჩამონათვალი იხ. სატენედერო წინადადებაში)

 

  • აპარატების ტექნიკური დახასიათება მოცემულია 
  • დანართში #1.1. - აუტორეფკერატომეტრი;
  • დანართში #1.2. - კარდიოტოკოგრაფი;
  • აფიდავიტი მოცემულია დანართში #2;
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №3;
  • დანართით #1.1. გათვალისწინებული საქონლის მოწოდების ადგილი:  ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #27/ბ, შპს „ავერსის კლინიკა“;
  • დანართით #1.2. გათვალისწინებული საქონლის მოწოდების ადგილი:  ქ. თელავი, სეხნიაშვილის ქ. #3, შპს „ავერსის კლინიკა“;

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • თითოეული აპარატის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმის შესაბამისად;
  •  მისაწოდებელი აპარატის ღირებულება* (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;
  • ღირებულების გადახდის პირობა;
  • მიწოდების ვადა;
  • საგარანტიო პირობები, ვადა; საგარანტიო პერიოდში ნაკლის გამოსწორების ვადა;
  • სერვისული მომსახურების პირობები;
  • აპარატის წარმოშობის ქვეყანა (უპირატესობა მიენიჭება ევროპული ან ამერიკული წარმოების აპარატს);

 

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, მოეთხოვება შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით, 2020 წლის 14 სექტემბერს,  15:00 სთ–მდე  უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

 

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;  
  • სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმა - დანართი #1.1. და დანართი #1.2. -. აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, „ექსელის“ ფორმატში. აქვე განვმარტავთ, რომ პრეტენდეტმა უნდა შეავსოს იმ აპარატის ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმა, რომლის მიწოდებასაც სთავაზობს შემსყიდველს. პრეტენდეტს შეუძლია შესთავაზოს შემსყიდველს ერთი ან რამდენიმე აპარატის მიწოდება, მისი სურვილის შესაბამისად.
  • პროსპექტი ( ელ ვერსია)
  • ხელმოწერილი აფიდავიტი დანართის №2 სახით;
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური  აღჭურვილობის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;

 

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

 

 

პრეტედენტს, მყიდველისმოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგიდოკუმენტაციის წარმოდგენა:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14  დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);

 

 

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის  სიის,  არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციისა, აფიდავიტისა, ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმისა და კატალოგისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

 

 

მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

 

                                              

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს[1].
შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის  საბოლოო ღირებულება.

 

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:

1) დავით ედიშერაშვილი

 „ავერსის კლინიკა“-ს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების

სამსახურის ხელმძღვანელი

ტელ: +995 577 27 47 14

ელ.ფოსტა: dato.edisherashvili@aversi.ge
 

  1. მარიამ გამხიტაშვილი, თინათინ გაგნიძე

„ავერსის კლინიკა“–ს იურიდიული სამსახური

ტელ: +995 558 10 13 30, +995 577 27 47 39

ელ. ფოსტა:    mari.gamkhitashvili@aversi.ge; tiko.gagnidze@aversi.ge;

 


[1] ერთი კონვერტის პრინციპის ჩატარების წესებისათვის იხილეთ http://etenders.ge/Page/Instructions




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV