სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი დმანისში

თარიღები: 02 სექ - 20 სექ
მდებარეობა: დმანისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: გერმანული ინგლისური
ელ. ფოსტა: sascaucasus@gmail.com
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  განათლების სექტორი

შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე

 

სამუშაოს ადგილი: დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი სარკინეთი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდიელბასა და კვალიფიკაციაზე

 

სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი კოორდინაციას უწევს კოლეჯში სასწავლო პროცესს და პასუხისმგებელია სასწავლო პროცესის ეფექტურად ორგანიზებასა და მართვაზე

 

ფუნქციები:

  • ზედამხედველობს  საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესს; 
  • აღრიცხავს პროგრამის განმახორციელებელ პირთა მიერ ჩატარებული საათების რაოდენობას
  • ამზადებს/გასცემს/ინახავსპროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტების და სწავლის შედეგების დადასტურებასთან დაკავშირებულ  მასალას
  • უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ხარისხის შეფასებისათვის საჭირო დოკუმენტების შევსების კოორდინირებას; 
  • მონაწილეობს კომპეტენციის ფარგლებში თვითშეფასების პროცესის განხორციელებასა და  ავტორიზაციისათვის  დოკუმენტაციის მომზადებაში;
  • ახდენს პროფესიული სტუდენტებს ინფორმირებას საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე 
  • კურირებს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ პროფესიული სტუდენტების შედეგების შეფასების პროცესს(შეფასების უწყისის წარმოება, შეფასების პროცესის მონიტორინგი პროფესიული სტუდენტებისათვის  პერსონალური მონაცემების დაცვით შეფასების შედეგების გაცნობა, მტკიცებულებების შეგროვება, დაცვა და სხვა)
  • აწარმოებს კურსდამთავრებულთა/დამსაქმებლების მონაცემთა ბაზას;
  • მონაწილეობს დაწესებულების მისიის,ხედვის, ღირებულებების, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება/განხორციელებაში,  გეგმების შესრულების შესახებ ანგარიშგებაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • ზედამხედველობას უწევს პრაქტიკული კომპონენტის წარმართვას სასწავლო გეგმის შესაბამისად;
  • ორგანიზებას უკეთებს პროფესიული სტუდენტების მიერ პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების შესახებ ანგარიშის ჩაბარებას, პრაქტიკის დღიურის წარმოების მონიტორინგს, პორტფოლიოს წარმოებას;
  • უზრუნველყოფს დიპლომებისა და  სერტიფიკატების, დანართების შევსებას;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.

 

სასურველია:

  • საქართველოს კანონის „პროფესიული განათლების შესახებ“ცოდნა;
  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • უცხო ენის (გერმანული ან ინგლისური) სასაუბრო დონეზე ცოდნა

 

შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია უპრეცედენტო არაკომერციული კერძო ინიციატივაა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში. შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზირებული იქნება მეცხოველეობაში, რძისა და ყველის გადამუშავებაში. კოლეჯის პარტნიორია შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა - პლანტაჰოფი, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შედგენას, მასალების შერჩევას, სასწავლო საწარმოების დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას.

კოლეჯის ძირითადი საქმიანობაა 3 წლიანი პროფესიული პროგრამა მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში. ამასთანავე, ფერმერებსა და მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაიარონ მოკლევადიანი პროფესიული კურსები.

თეორიულ სწავლებასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება სტუდენტების პრაქტიკული განათლებაც. ამ მიზნით, კოლეჯის ტერიტორიაზე აშენდება მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა. პროფესიონალი მასწავლებლების მეთვალყურეობით სტუდენტები თავად წარმართავენ ფერმის ყოველდღიურ საქმიანობას, დაამზადებენ საკვებს ფერმისთვის, იმუშავებენ ლაბორატორიაში, გადაამუშავებენ რძესა და დაამზადებენ რძის პროდუქტებს, რომელიც სკოლის კუთვნილ მაღაზიაში გაიყიდება.

სკოლის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 30 სტუდენტზე გათვლილ საცხოვრებელ კამპუსსა და მცირე ზომის სასტუმროს მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის.

“შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია”-ში სასწავლო პროცესი 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი 2020 წ.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ჩვენს ელ.ფოსტაზე: sascaucasus@gmail.com


მსგავსი განცხადებები
Academic Coordinator

English Book Education


10 სექ - 09 ოქტ

Book Club Teacher

English Book Education


10 სექ - 09 ოქტ

Director of Student Services/სტუდენტებთან ურთიერთობის უფროსი

Feydey Education Group


24 აგვ - 22 სექ

Ms Office-ის Ms Excel-ის მცოდნე ტრენერები

VIP Intellect Group


24 აგვ - 22 სექ

logo

ავტოკადისა და არხიკადის პედაგოგი

ტრენინგ ცენტრი NB


31 აგვ - 29 სექ

IT ინჟინერიის პედაგოგი

Georgia Hub


14 სექ - 13 ოქტ

logo

ბიოლოგიის  მასწავლებელი

ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO


03 სექ - 20 სექ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV