პროფესიული კურსი კოლეჯის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

თარიღები: 02 სექ - 01 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: პროფესიული კოლეჯი
ენები: ინგლისური

სხვა ვებ გვერდზე

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული კურსი კოლეჯის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

 

ვაკანსიის კოდი ................TGM0000706

ადგილმდებარეობა ...........თბილისი

ორგანიზაცია .....................თეგეტა მოტორსი

კატეგორია ..........................ტრენინგები და სწავლება

დასაქმების ტიპი ................სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი ................სტანდარტული გრაფიკი

გამოცდილების დონე..........დამწყები

 

ძირითადი მოთხოვნები

განათლება

  • პროფესიული, სტუდენტი, არასრული უმაღლესი

 

ენები

  • ქართული - ძალიან კარგი
  • ინგლისური - საშუალო

 

უნარები

  • აქტიურობა, ენერგიულობა
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

 

სამუშაოს აღწერა

 

ჰოლდინგური კომპანია თეგეტა მოტორსი

პროფესიული კურსი კოლეჯის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

 

კომპანიის შესახებ

      თეგეტა მოტორსი მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა. ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 25 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე.

       კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით.

 თეგეტა მოტორსი მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“. თეგეტა მოტორსი მრავალი  ჯილდოს მფლობელია, მან უკვე 4-ჯერ მოიპოვა „ოქროს ბრენდის" სტატუსი. უმაღლესი დონის სერვისმა და საერთაშორისო სტანდარტების სერვის-ცენტრებმა განაპირობა ის, რომ თეგეტა მოტორსს, პირველად საქართველოში, ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ISO 9001:2015 სტანდარტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა. ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციისა და მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, თეგეტა მოტორსმა საქართველოში პირველმა დანერგა ბიზნესის მართვისა და ბიზნეს-პროცესების ადმინისტრირების ავტომატიზებული თანამედროვე პროგრამა SAP.

 

პროფესიული კურსი დასაქმების შესაძლებლობით თეგეტა მოტორსში

 

თეგეტა მოტორსი იწყებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, დაეუფლონ პროფესიას ავტოინდუსტრიაში, სხვადასხვა მიმართულებებით,  და დასაქმდნენ საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში.

  • სტაჟირება ანაზღაურებადია.
  • გრაფიკი -  სრული 
  • ხანგრძლივობა - 6 თვე.

 

პროფესიული სწავლება ცხადდება თეგეტა მოტორსის სერვისში, შემდეგი მიმართულებით:

  • მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილი;
  • ძრავსა და გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა;
  • ვულკანიზაცია.

 

წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის სხვადასხვა ფილიალებში თბილისის მასშტაბით.

 

ტრენინგებს ჩაატარებენ თეგეტა აკადემიის ტრენერები და თეგეტა მოტორსის წარმატებული, მრავალწლიანი გამოცდილებისმქონე პრაქტიკოსი სპეციალისტები.

 

თეგეტა მოტორსი სტუდენტებს სთავაზობს:

  • მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლების და დასაქმების შესაძლებლობას საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
  • თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
  • უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს;
  • საერთაშორისო დონის ტრენინგების გავლის შესაძლებლობას.

 

პროფესიული კურსით დაინტერესებული კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • გასაუბრება;
  • ტესტირება (ზოგადი უნარები; უცხო ენა)

 

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/706?

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

სხვა ვებ გვერდზე




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV