კონკურსი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ქუთაისში

თარიღები: 31 აგვ - 29 სექ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
ელ. ფოსტა: hr@unik.edu.ge
მეცნიერება/განათლება:  უნივერსიტეტი

დანართი № 1

შპს ,,ქუთაისის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის - პროფესორის და  ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვაკანტური პოზიციები:

  • დარგობრივი ინგლისური ტურიზმის მიმართულებით-  1 ასოცირებული პროფესორი;
  • რუსული ენა-  1 ასოცირებული პროფესორი;
  • გერმანული ენა - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • ფრანგული ენა - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • გეოინფორმაციული სისტემები ტურიზმში -1 ასოცირებული პროფესორი;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები- 1 ასოცირებული პროფესორი;
  • ოპერაციათა მენეჯმენტი- 1 ასოცირებული პროფესორი;
  • ფილოსოფიის შესავალი- 1 ასოცირებული პროფესორი;
  • მსოფლიო კულტურის ისტორია - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • ფინანსური ანალიზი- 1  ასოცირებული  პროფესორი;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები- 1 ასოცირებული პროფესორი;
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები-1 ასოცირებული პროფესორი;
  • სამეცნიერო კვლევის სტრუქტურა, მეთოდები და ეთიკა- 1 ასოცირებული პროფესორი;
  • ბიზნესის ეთიკა - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • სწავლების თანამედროვე მეთოდები- 1 პროფესორი;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის ორგანიზებაში- 1 პროფესორი;
  • კვლევის მეთოდები - 1 პროფესორი;

 

 

  1. საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის:

 

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  (აკადემიური ნიშნით):

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

 

 

 საკონკურსო დოკუმენტაცია:

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  • განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად ან/და ადგილზე, საქმისწარმოების სამსახურში hr@unik.edu.ge);
  • ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების,1 პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

 

კონკურსი ჩატარდება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  • პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  • მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

 

4. . კონკურსის ვადები

  • კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 1 სექტემბრიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის  1 ოქტობრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით; 
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2020  წლის 13 ოქტომბრისა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2020   წლის 16 ოქტომბრისა;
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020  წლის 22 ოქტომბრისა; 
  • დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში  2020 წლის 1 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულად ან/და ადგილზე.

 

5. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ქუთაისის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური.

 

საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისის, წერეთლის N13, hr@unik.edu.ge

ტელ: +995 (431) 23 79 79

 

1  იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს უცხოეთში ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული უცხოეთში ვალდებულია წარმოადგინოს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადა    სტურებელი დოკუმენტი.


მსგავსი განცხადებები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად მედიცინის ფაკულტეტზე ქუთაისში

ქუთაისის უნივერსიტეტი


31 აგვ - 29 სექ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV