საინჟინრო სამსახურის ხელმძღვანელი

თარიღები: 29 აგვ - 27 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: hr@aptos.ge
წარმოება/ოპერაციები:  წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა პროცესები ინჟინერია

"აპტოსი" არის სახისა და სხეულის კორექციის მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების მწარმოებელი ქართული კომპანია. 24 წლიანი ისტორია 1996 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი, კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც საფუძველი ჩაუყარა ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს [thread lifting].

აპტოსს ეკუთვნის ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით კოსმეტიკურ ძაფზე პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია .

აპტოსი არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც იძლევა ექსპორტის საშუალებას ევროპის ყველა ქვეყანაში. აპტოსის ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.

კომპანიის სათაო ოფისი და წარმოება მდებარეობს თბილისში, წარმომადგენლობითი ოფისები მდებარეობს პრაღაში, ბერლინსა და მოსკოვში. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.aptos.global/

 

„აპტოს“-ის ტექნიკური დეპარტამენტი ეძებს საინჟინრო სამსახურის ხელმძღვანელს.

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტექნიკურ ნახაზებთან, სქემებთან, ინსტრუქციებთან და გეგმებთან მუშაობა
  • სვადასხვა საწარმოო აღჭურვილობების, მექანიკური პროდუქტების, დანადგარების კვლევა, შეფასება, და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა სტანდარტების შესაბამისად
  • სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად საოპერაციო პროცესების დანერგვა, სისტემების გამართვა და მათთვის ტექნიკური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა
  • მანქანა-დანადგარებთან მუშაობის და მათი სწორი გამოყენების რეკომენდაციების გაცემა
  • სისტემების ხარისხიანი მონტაჟის და სწორი გამოყენების უზრუნველყოფა
  • HVAC სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
  • გუნდის მართვა და კოორდინაცია

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი საინჟინრო განათლება
  • რუსული და/ან ინგლისური ენების კვალიფიციური ცოდნა.
  • ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება

 

ვაკანატური პოზიცია არის სრული განაკვეთით, სამუშაო დღეებია: ორშაბათი-პარასკევი 9:30სთ-დან 18:00სთ-მდე.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, ფასდაკლებას კომპანიის მომსახურებებზე და პროდუქციაზე.

 

დაინტერესების შემთხვევაში, 27 სექტემბრამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge;

 

გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება საინჟინრო სამსახურის ხელმძღვანელი.

 

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

 

გისურვებთ წარმატებას!

 

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „აპტოს“-ის ან შპს „აპტოს“-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს „აპტოს“, ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესი.


მსგავსი განცხადებები
Wastewater Engineer

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია


10 სექ - 19 სექ

logo

Water Supply Engineer

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია


10 სექ - 19 სექ

logo

ანაზღაურებადი სტაჟირება წარმოებაში

ნიუპრინტი


08 სექ - 07 ოქტ

logo

ოპერატორი

ფაბრიკა 1900


10 სექ - 09 ოქტ

logo

ოპერატორის დამხმარე

ფაბრიკა 1900


10 სექ - 09 ოქტ

logo

ტექნიკური მენეჯერი

ნუტრიმაქსი


18 სექ - 15 ოქტ

ფაბრიკის თანამშრომელი ბათუმში

ლევენტონი


16 სექ - 15 ოქტ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV