1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

თარიღები: 27 აგვ - 25 სექ
მდებარეობა: თბილისი

სხვა ვებ გვერდზე

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

 

OneSoft Training Centre აცხადებს მიღებას 1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელ ონლაინ კურსზე.

 

პროგრამის აღწერა: «ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის» (1С ERP სტანდარტი - საწარმო 8.3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • შესყიდვები
  • საწყობი და მარაგები
  • წარმოება
  • გაყიდვები
  • CRM
  • ბუღალტერია
  • HR
  • ფინანსური ანგარიშგებები
  • Rs.ge

 

სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.

 

კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ პროგრამის გამოყენება ორგანიზაციის ეფექტური მართვისათვის.

 

მიზნობრივი ჯგუფი: 

 

  • სავაჭრო, საწარმოო, სერვისული და პროექტებზე ორიენტირებული კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური დირექტორები, მფლობელები და  გენერალური დირექტორები;
  • მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე;
  • დაბალი რგოლის მენეჯერები;
  • სტუდენტები და კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირები.

 

ლექციების განრიგი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (19:0021:00).

 

კურსის ხანგრძლივობა:  20  საათი.

 

სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე, რათა შეასრულონ აღნიშნული დავალებები.

 

 

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

 

  • გქონდეთ სრული წარმოდგენა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ;
  • დამოუკიდებლად დააკონფიგურიროთ პროგრამის პარამეტრები კონსულტანტის დახმარების გარეშე;
  • ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციის ფინანსური, საწარმოო, მომარაგების და სხვა მიმართულებების აღრიცხვის, დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზისათვის;
  • პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით აკონტროლოთ თანამშრომლების მუშაობა;

 

კურსის სტანდარტული ღირებულება36ლარი (დღგ-ს ჩათვლით).  კურსის ღირებულება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე: 250 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

 

ტრენინგი ჩატარდება საკომუნიკაციო პროგრამა „Zoom”-ის მეშვეობით.

 

სამუშაო მასალები  მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.

 

ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები:

  • კურსის მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში,  პროგრამის შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ.
  • OneSoft Training Centre წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით.

 

კურსზე რეგისტრაციისთვის  შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/1jCPN76yRfSr5xfrEa05i-eZSY4bjSiWQRG6ZBUXBi3A/viewform

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდეით:

ქ.თბილისი, დავით გამრეკელის №2, OneSoft Training Centre.
ტელ.: (+995 32) 2 23 83 89
მობ.: +995 558 99 75 98; +995 599 17 81 83; +995 599 13 36 99


E-mail: info@1soft.ge

Web - www.onesoft.ge

 

სხვა ვებ გვერდზე


მსგავსი განცხადებები
Advanced Excel, Ms. Office, მონაცემთა ბაზები, IT-WEB ტექნოლოგიები, ArcGIS-ის პროფესიონალური კურსები

VIP Intellect Group


31 აგვ - 29 სექ

Cisco CCNA სასწავლო კურსი

Next-IT Academy


01 სექ - 30 სექ

GIP-ის მომავალ ლიდერთა სკოლა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი


15 სექ - 14 ოქტ

HR ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვის სასწავლო კურსი

VIP Intellect Group


31 აგვ - 29 სექ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


21 აგვ - 19 სექ

IELTS გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

ბრიტანეთის სამყარო


24 აგვ - 22 სექ

logo

IT ტექნოლოგიები; კომპიუტერული ინჟინერიის, ქსელის და ვებ პროგრამირების კურსები

ინტელექტ ცენტრი


07 სექ - 06 ოქტ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV