განათლებისა და დასაქმების კოორდინატორი

თარიღები: 31 ივლ - 29 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: info@icca.ge
ადმინისტრაცია:  ადმინისტრაციული თანაშემწე მეცნიერება/განათლება:  სხვა

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ფუნქციონირებს 2015 წლიდან, წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ ორგანიზაციას და აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის განვითარებაზე. ასოციაცია აერთიანებს საქართველოს ბაზარზე მოქმედ სამშენებლო სამუშაოებისა და მასალების მწარმოებელ/დისტრიბუტორ, მძიმე ტექნიკის დისტრიბუტორ, ინსპექტირების/საექსპერტო საქმიანობის განმახორციელებელ, ფინანსურ, სადაზღვევო ინსიტუტსა და სხვა დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მხარი დაუჭირონ ასოციაციის საქმიანობას.

 

 „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ აცხადებს განათლებისა და დასაქმების კოორდინატორის ვაკანსიას.

 

განათლებისა და დასაქმების კოორდინატორის მოვალეობები:

  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში ასოციაციის წევრი კომპანიების ჩართულობის/მონაწილეობის მხარდაჭერა;
  • ასოციაციის წევრებისა და სხვა დაინტერესებული კომპანიებისთვის პროფესიული განათლების ძირითად მახასიათებლებზე ინფორმაციის მიწოდება/კონსულტაციის გაწევა;
  • პროფესიული განათლების მიღების სურვილის მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება/კონსულტაციის გაწევა;
  • პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების, სტაჟირებისა თუ დასაქმების მიზნით, ასოციაციის წევრ კომპანიებთან დაკავშირება და პროცესების წარმართვა;
  • პროფესიულ კოლეჯებთან აქტიური თანამშრომლობით თითოეული კოლეჯის სასწავლო პროგრამებში სრულყოფილად გარკვევა, სასწავლო პროცესის, მისაღები და შუალედური გამოცდების სპეციფიკაციის ცოდნა;
  • სასწავლო პროცესის ხარისხის გამოსასწორებლად/შესანარჩუნებლად, პროფესიული სასწავლებლებისთვის კონსულტაციების გაწევა, წევრი კომპანიებისგან მიღებული ფიდბექის შესაბამისად;
  • თბილისს გარდა სხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედ, მშენებლობის სექტორთან რელევანტურ კოლეჯებთან აქტიური და პერმანენტული კომუნიკაცია; იგულისხმება მივლინებები საქართველოს მასშტაბით;
  • ასოციაციის წევრი კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებთან აქტიური თანამშრომლობა;
  • ასოციაციის HR მენეჯერის მხარდაჭერა წევრი კომპანიების HR მიმართულებით მომსახურებაში: საკადრო საჭიროების განსაზღვრა, ვაკანსიის ჩამოყალიბება და ვაკანსიის განცხადების გავრცელება სხვადასხვა არხების გამოყენებით, პოტენციურ კადრებთან კომუნიკაცია, აპლიკანტების გადარჩევა და სხვა.
  • პროფესიული განათლებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;  
  • პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ პროცესებში ასოციაციის სახელით ჩართულობა; ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებში მონაწილეობა; ამ მიმართულებით ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის მხარდაჭერა და სხვა.

 

განათლებისა და დასაქმების კოორდინატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული განათლების სისტემის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • განათლების მენეჯმენტის მიმართულებით არსებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება / დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ქვემოთ ჩამოთვლილი უნარებით;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა - როგორც ვერბალური, ასევე წერითი (შემოწმდება გასაუბრებაზე);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (შემოწმდება გასაუბრებაზე);

 

განათლებისა და დასაქმების კოორდინატორისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი.

 

გრაფიკი:

  • სრული, ორშაბათი - პარასკევი, 09:30 – 18:30

 

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო, 2020 წელი.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV