მარკეტინგის მენეჯერი

თარიღები: 30 ივლ - 28 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: HR@nova.ge
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  მარკეტინგის მენეჯერი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge  www.AVZI.ge) აცხადებს ვაკანსიას „მარკეტინგის მენეჯერის“ პოზიციაზე  ქ. თბილისში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • ბაზრის კვლევა (პროდუქტები, მომხმარებლები, სერვისები და ა.შ.), ბაზრის მოთხოვნების (ტენდენციები, გამოწვევები და შესაძლებლობები) შესწავლა, კონკურენტების ანალიზი;
  • კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ბრენდის და მომსახურების განსავითარებლად ახალი გზების და შესაძლებლობების მოძიება;
    • ნოვას საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილი ბრენდების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, აქციების დაგეგმვა, ორგანიზება, ანალიზი და რეპორტინგი;
  • მომხმარებლის მოსაზიდად ახალი საკომუნიკაციო სტრატეგიების განსაზღვრა და დაგეგმვა;
  • მიზნობრივი აუდიტორიის და ინფორმაციის მისაწოდებელი არხების და მეთოდების განსაზღვრა;
  • მომხმარებლის უკურეაქციის ანალიზი და მომხმარებლის კმაყოფილების მონიტორინგი;
  • ბრენდის და მისი მახასიათებლების შესახებ თანამშრომლების ინფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა / ორგანიზება;
  • მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო პრეზენტაციების მომზადება;
  • მარკეტინგის დეპარტამენტის გეგმებისა და ბიუჯეტის განსაზღვრაში მონაწილეობა;
  • კომპანიის მიერ სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • პერიოდული მივლინებები ნოვას ბათუმის ფილიალში, იგივე აქტივობების და მონიტორინგის განსახორციელებლად;
  • შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
  • რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
  • უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი  განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგის განხრით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Power Point, Photoshop, Internet);
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (მინიმუმ B2-დონე).

 

სხვა მოთხოვნები:

  • სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • შემოქმედებითობა, იმპროვიზაციის უნარი;
  • პრეზენტაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
  • საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;

 

ანაზღაურება - შეთანხმებით

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 30 აგვისტო

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „მარკეტინგის მენეჯერი“.

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

 

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.


მსგავსი განცხადებები
ბრენდისა და მარკეტინგის მენეჯერი

სუფთა სახლი


23 ივლ - 21 აგვ

მარკეტინგის მენეჯერი

მაქს კომფორტი


16 ივლ - 14 აგვ

logo

მარკეტინგის მენეჯერი

Simple Step


28 ივლ - 26 აგვ

მარკეტინგის მენეჯერი

ლენდლორდი


30 ივლ - 28 აგვ

მარკეტინგის მენეჯერი

ფოლადის სახლი


04 აგვ - 02 სექ

მარკეტინგის მენეჯერი

ალომოდი


20 ივლ - 18 აგვ

მარკეტინგის მენეჯერი

საზღვაო ჰოსპიტალი


14 აგვ - 12 სექ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV