მოწვეული მასწავლებელი

თარიღები: 29 ივნ - 23 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: მაგისტრი
ელ. ფოსტა: info@freeacademy.edu.ge
მეცნიერება/განათლება:  სკოლის მასწავლებელი ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  განათლების სექტორი

თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს მოწვეული მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგ საგნობრივ მიმართულებებზე:

  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების არაქართულენოვანი სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის მიმართულება.
  • დაწყებითი საფეხურის მიმართულება (I-IV).
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულება.
  • დაწყებითი საფეხურის მათემატიკის (I-VI) მიმართულება.

 

საკონკურსო კრიტერიუმები

  • არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად.
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებულ, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (არსებობის შემთხვევაში).
  • შესაბამის დარგში სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნებული უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში (არსებობის შემთხვევაში).
  • დარგში პრაქტიკული სახის პროექტის /მეთოდური ლიტერატურის ავტორობა (არსებობის შემთხვევაში).

 

წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგის მითითებით (ივსება ადგილზე);
  • ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით ქართულ და ინგლისურ ენაზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
  • პედაგოგიური ან/და პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები დასაკავებელი აკადემიური თანამდებობის შესაბამისად (არსებობის შემთხვევაში);
  • დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომების ნუსხა გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში (არსებობის შემთხვევაში);
  • კონკურსის დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
  • დარგში პრაქტიკული სახის პროექტის /მეთოდური ლიტერატურის ავტორობის დამადასტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).

 

უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი.

 

დამატებითი კრიტერიუმები:

  • შესაბამის დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  • მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში;
  • სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა;
  • უცხოური ენის (ერთ-ერთი ევროპული ენის) ცოდნა.

 

კონკურსი ჩატარდება თბილისის თავისუფალი აკადემიის პერსონალის მართვის წესის შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  • პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  • მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.

 

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 24 ივნისიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 27 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით; 
  • კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა ჩატარდება არაუგვიანეს 2020  წლის 4 აგვისტოსი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2020 წლის 6 აგვისტოს (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ პირადად განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე);
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020  წლის 10 აგვისტოსი.

 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში 2020 წლის 27 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.

 

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46.

ტელ: 2 36 91 60

info@freeacademy.edu.ge;    tea.tulashvili@rfeeacademy.edu.ge


მსგავსი განცხადებები
Sector and Operations Specialists

CHEMONICS INTERNATIONAL


29 ივნ - 28 ივლ

აკადემიური მასწავლებლის პროგრამა

თბილისის თავისუფალი აკადემია


24 ივნ - 23 ივლ

ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებელი

ბრიტანულ-ქართული აკადემია


30 ივნ - 15 ივლ

ბუღალტერიის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


26 ივნ - 25 ივლ

logo

თურქული/ესპანური/გერმანული ენის მასწავლებელი

საზოგადოებრივი განვითარების აკადემია


01 ივლ - 30 ივლ

logo

ინგლისური ენის მასწავლებელი

ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა


02 ივლ - 31 ივლ

logo

ინგლისური ენის მასწავლებელი

ნიუტონის თავისუფალი სკოლა


07 ივლ - 15 ივლ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV