თარიღები: 27 ივნ - 21 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 400 - 4750
მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი 013
უშიშროება/დაცვა:  დაცვა (ზოგადი)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს (გასაუბრება) დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში ინსპექტორის პოზიციაზე - 30 ვაკანსია

 

დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორს მოეთხოვება:

  • განუწყვეტლივ იმყოფებოდეს დასაცავ ობიექტზე, ყურადღებით აკონტროლოს დასაცავი ობიექტი, ელექტროდამცავი და სახანძრო სიგნალიზაციის მუშაობა. დაიცვას მასზე მიმაგრებული ობიექტის ქონება დაზიანებისაგან, გაძარცვისაგან, ხანძრისაგან ან/და სხვაგვარი ავარიისაგან. პერიოდულად გააკეთოს შემოვლები ობიექტზე და ობიექტის ირგვლივ, განსაკუთრებით ღამის საათებში;
  • სამსახურში ყოფნისას დაიცვას შინაგანაწესი, ეთიკის ნორმების შესაბამისად მოიქცეს უნივერსიტეტის თანამშრომლებთან, სტუდენტებთან და უნივერსიტეტში სტუმრად მოსულ პირებთან ურთიერთობაში;
  • უნივერსიტეტში შინაგანაწესის შესაბამისად, აღკვეთოს ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის, დასაცავ ობიექტზე ალკოჰოლური სასმელების შემოტანა, თამბაქოს მოწევა, აზარტული თამაშები, არ დაუშვას ობიექტზე რაიმე ინვენტარის ან ნივთის შემოტანა–გატანა ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე;
  • მკაცრად დაიცვას და სხვასაც მოსთხოვოს დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები;
  • სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ობიექტის ადმინისტრატორთან ერთად შეამოწმოს ობიექტი, სიგნალიზაციის გამართული მუშაობა და ჩააბაროს კორპუსი;
  • შეასრულოს ხელმძღვანელის/ხელმძღვანელების მითითებები;
  • საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს აღმოუჩინოს გადაუდებელი პირველადი დახმარება;
  • დანაშაულებრივი ფაქტების აღმოჩენის, კონფლიქტური სიტუაციების ან სხვა გართულებების შემთხვევაში მყისიერად აცნობოს ოპერატიული მართვის ცენტრს ან დარეკოს ნომერზე 112.

 

უნარები:

  • ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
  • ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

 

ანაზღაურება:

თვეში 400 - 475 ლარის ფარგლებში (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).

 

სამუშაო დრო:

24 საათიანი ცვლის რეჟიმი. სამუშაო ცვლებს შორის დასვენება 72 საათი.

 

აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს:

  • ავტობიოგრაფია;
  • პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
  • ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
  • CV;
  • ფოტოსურათი 3X4 (3 ც.) ასევე ფოტოსურათი CD დისკზე;
  • დიპლომის, სერთიფიკატის ასლები (არსებობის შემთხვევაში);

 

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს:

  • ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის თაობაზე;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

 

გასაუბრება ჩატარდება:

ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 11 საათზე ერთი თვის განმავლობაში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი 013;


მსგავსი განცხადებები
ავტოსადგომის დაცვა რუსთავში

რუსთავის ავტობაზრობა


20 ივნ - 18 ივლ

logo

ავტოსადგომის პატრული რუსთავში

რუსთავის ავტობაზრობა


20 ივნ - 18 ივლ

logo

დაცვის და საწყობის თანამშრომელი

სუპერმარკეტების ქსელი უნივერსამი


12 ივნ - 11 ივლ

დაცვის თანამშრომელი

ბრიტანულ-ქართული აკადემია


29 ივნ - 28 ივლ

დაცვის თანამშრომელი

G&A GROUP


23 ივნ - 22 ივლ

დაცვის თანამშრომელი

AUTOSTART


25 ივნ - 24 ივლ

logo

დაცვის თანამშრომელი

ტრანსმშენი


26 ივნ - 11 ივლ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV