თარიღები: 19 ივნ - 18 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@unison.ge
სამედიცინო:  ოჯახის ექიმი

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

„უნისონი“ პოზიციონირებულია, როგორც დამოუკიდებელი, წმინდა მზღვეველი, რომელიც არ არის აფილირებული სხვადასხვა არასადაზღვევო ბიზნესებთან - ბანკებთან, სამედიცინო და ფარმაცევტულ კომპანიებთან - და თანამშრომლობს დასავლეთის ქვეყნებისა და ლონდონის „A“ კატეგორიის საერთაშორისო გადამზღვევ უმსხვილეს კომპანიებთან.
“უნისონი“  მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, დაიცვას ბიზნესი ზედმეტი რისკებისგან, ხელი შეუწყოს თითოეული კლიენტის კეთილდღეობას. ამ მისიას „უნისონი“ წარმატებით ახორციელებს პროფესიონების გუნდის დახმარებით, რომელთაც სადაზღვევო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ და კარგად იციან თუ როგორ მართონ შესაძლო რისკები.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ოჯახის ექიმის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ამბულატორიული ბარათის გახსნა, ანამნეზის შეკრება
  • დანიშნულების გაცემა
  • საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის გამოკვლევებზე გაგზავნა
  • საჭიროების შემთხვევაში, ვიწრო სპეციალისტთან გადამისამართება
  • დაზღვეულისთვის დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
  • სპეციალისტების მიერ დანიშნულ მედიკამენტებზე და გამოკვლევებზე მიმართვის გაცემა
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი
  • პაციენტების სამედიცინო ბარათებისა და მიმართვების პროგრამული ადმინისტრირება;
  • კომპანიის მიერ გაწერილი სტანდარტისა და პროცედურების ზედმიწევნით შესრულება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (ზოგადი პროფილით)
  • მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლის მუშაობის გამოცდილება
  • მნიშველოვანია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე მეილზე: vacancy@unison.ge; მეილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი  ცვლილება ან წაშლა.


მსგავსი განცხადებები
ექთანი, ექიმის ასისტენტი

კლინიკა მედჰაუსი


13 ივნ - 11 ივლ

logo

ექიმი

მოლისანის კლინიკა


23 ივნ - 22 ივლ

ექიმი თერაპევტი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი


12 ივნ - 09 ივლ

თერაპევტი კასპში

Marimedi


29 ივნ - 25 ივლ

ოჯახის ექიმი

კლინიკა ნითა


24 ივნ - 23 ივლ

logo

ოჯახის ექიმი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი


25 ივნ - 03 ივლ

logo

ოჯახის ექიმი / კარდიოლოგი

კლინიკა მედჰაუსი


26 ივნ - 18 ივლ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV