გაყიდვების მენეჯერი ბათუმში

თარიღები: 19 ივნ - 18 ივლ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@unison.ge
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი) კორპორაციული გაყიდვები (დაზღვევა)

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

 

„უნისონი“ პოზიციონირებულია, როგორც დამოუკიდებელი, წმინდა მზღვეველი, რომელიც არ არის აფილირებული სხვადასხვა არასადაზღვევო ბიზნესებთან - ბანკებთან, სამედიცინო და ფარმაცევტულ კომპანიებთან - და თანამშრომლობს დასავლეთის ქვეყნებისა და ლონდონის „A“ კატეგორიის საერთაშორისო გადამზღვევ უმსხვილეს კომპანიებთან.
“უნისონი“  მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის.

 

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, დაიცვას ბიზნესი ზედმეტი რისკებისგან, ხელი შეუწყოს თითოეული კლიენტის კეთილდღეობას. ამ მისიას „უნისონი“ წარმატებით ახორციელებს პროფესიონების გუნდის დახმარებით, რომელთაც სადაზღვევო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ და კარგად იციან თუ როგორ მართონ შესაძლო რისკები.

 

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ბათუმში სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებელების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის შეთავაზების მომზადება, შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება
  • არსებულ მომხმარებლებთან სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვების განხორციელება
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურეობის გაწევა
     

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • სადაზღვევო ან საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) იმეილზე:  vacancy@unison.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.  

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

 

„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ

 

გაცნობებთ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი  ცვლილება ან წაშლა.


მსგავსი განცხადებები
NLI რისკების მართვის მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი


30 ივნ - 10 ივლ

ანაზღაურებადი სტაჟირება

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


03 ივლ - 10 ივლ

logo

ბიზნეს პროცესების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი


30 ივნ - 10 ივლ

გაყიდვების მენეჯერი ზესტაფონში

ნიუ ვიჟენ დაზღვევა


25 ივნ - 24 ივლ

გაყიდვების მენეჯერი ბათუმში

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო


03 ივლ - 20 ივლ

გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი

სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია


01 ივლ - 15 ივლ

გაყიდვების მენეჯერი თელავში

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო


03 ივლ - 20 ივლ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV