გაყიდვების თრეინი პროგრამა

თარიღები: 10 ივნ - 09 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@heidelbergcement.ge
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია სთავაზობს სხვადასხვა პროფესიის მქონე ახალგაზრდას „გაყიდვების თრეინი პროგრამას“, რომლის მიზანია ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება.

გაინტერესებთ გაყიდვების სფერო და წარმოგიდგენიათ თქვენი კარიერული განვითარება ჩვენს ორგანიზაციაში?
ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ საკუთარი უნარ-ჩვევების გამოყენებით გაყიდვების პროცესის ოპტიმიზაცია?
გსურთ მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება?
მიისწრაფვით გახდეთ მაღალკვალიფიციური გუნდის წევრი?

შემოგვიერთდით, შეიტანეთ თქვენი წვლილი ჩვენი ორგანიზაციის წარმატებაში და განვითარდით ჩვენთან ერთად! 

ჰაიდელბერგცემენტი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ცემენტის, ბეტონისა და აგრეგატების წარმოებაში, როგორც სამშენებლო მასალების ერთ–ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 53,000 ადამიანი მის კუთვნილ 2,400 საწარმოში, რომელიც მსოფლიოს 40–ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული. 

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს „საქცემენტის“ რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს „ქართული ცემენტი“). როგორც ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის წევრი, კომპანია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს მენეჯმენტისა და წარმოების საკითხებში. ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში დასაქმებულია 1000–ზე მეტი ადამიანი. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ–გვერდს: www.heidelbergcement.ge   


რატომ თრეინი პროგრამა?

  • თრეინი პროგრამა მოიცავს თეორიული და პრაქტიკული სწავლებების 12 თვიან პერიოდს და ითვალისწინებს სამომავლო თანამშრომლობას;
  • თრეინი პროგრამის ფარგლებში გაივლით სტაჟირებას/პრაქტიკას საზღვარგარეთ;
  • თრეინი პროგრამის ძირითადი სფერო გაყიდვებია;
  • თრეინი პროგრამის განმავლობაში აქტიურად გაივლით სხვადასხვა სოფთ სქილის ტრენინგს;
  • თრეინი პროგრამა საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ და განახორციელოთ თქვენთვის საინტერესო  პროექტი;
  • თრეინი პროგრამაში მონაწილეობა ანაზღაურებადია. 


ფუნქცია მოვალეობები:

  • ბაზრის კვლევა, ანალიზი და რეპორტინგი; 
  • პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • მოლაპარაკების წარმოება;
  • პროდუქტის მიწოდების ლოგისტიკის პროცესებში აქტიური ჩართულობა;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
  • კლიენტის კმაყოფილების პროექტში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა პროექტში აქტიური ჩართულობა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია განათლება გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით; 
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • Ms. Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია მართვის მოწმობის ფლობა;
  • საკმარისად სპორტული რომ შეძლოს თბილისის ნახევარმარათონის გარბენა 


სამუშაო ადგილმდებარეობა:
სათაო ოფისი (თბილისი);


თუ გინდათ გახდეთ თრეინი, გამოგვიგზავნეთ მეილი vacancy@heidelbergcement.ge 

გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2020 წლის 10 ივლისისა. 

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!


მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

OneSoft Training Centre


30 ივნ - 29 ივლ

B2C გაყიდვების სპეციალისტი

AUTO.GE


22 ივნ - 05 ივლ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


26 ივნ - 25 ივლ

IT ტექნოლოგიები;კომპიუტერული ინჟინერიის,ქსელის და ვებ პროგრამირების კურსები

ინტელექტ ცენტრი


10 ივნ - 09 ივლ

Key Account Manager / Audio-Video

HRRA


26 ივნ - 06 ივლ

Microsoft office 365 - სპეციალიზირებული კურსი სკოლის პედაგოგებისთვის

ინტელექტ ცენტრი


10 ივნ - 09 ივლ

Online შესწავლა 30%-იანი ფასდაკლებით: 3Ds Max, Photoshop, Illustrator, Indesign, CorelDraw, AutoCAD

გრაფიკული პროგრამების შესწავლის ცენტრი 3D&2D


25 ივნ - 09 ივლ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV