1C WMS სასაწყობე პროგრამის ადმინისტრატორი

თარიღები: 22 მაის - 20 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე

სხვა ვებ გვერდზე

ბუღალტერია/ფინანსები:  1C სპეციალისტი

წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“  აცხადებს ვაკანსიას  1C WMS– სასაწყობე პროგრამის ადმინისტრატორის პოზიციაზე 

 

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 11 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში. 

კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. 

დღეისათვის, ბიბლუსი აერთიანებს 63 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  

„ბიბლუსი“ არის ქვეყნის  ერთ–ერთი  მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს – გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი  საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო  

მეტად  შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.  

ასე, რომ მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.  

 
ჩვენთან გელოდებათ: 

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;, 
  • კომფორტული სამუშაო გარემო;  
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.  

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • 1C WMS– სასაწყობე პროგრამის ინტეგრაციის უზრუნველყოფა კომპანიის კუთვნილ სასაწყობე სივრცეებში. 
  • კომპანიაში მიმდინარე ლოგისტიკური პროცესების აღნიშნულ პროგრამაზე მორგება, ოპტიმიზაცია და შემდგომ მათი პროგრამული  ადინისტრირება; 
  • კომპანიის საჭიროებების მიხედვით ახალი მოდულების ამუშავება, ტესტირება და ბაზის მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების მომზადება; 
  • მოთხოვნის შესაბამისად რეპორტების მომზადება; 
  • პროგრამული სისტემისა და დამატებითი მოწყობილობების ინსტალაცია, შემდგომ მათი  გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • პროგრამის მომხმარებლების მხარდაჭერა. 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება,  სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • 1C ERP ან/და 1C ლოგისტიკური მოდულის დანერგვასა და ადმინისტრირების მიმართულებით  მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა. 
  • სასაწყობე და სხვა ლოგისტიკური პროცესების ადმინისტრირების კუთხით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები; 

  • გუნდის მართვის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
     

 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 2020 წლის 22 ივნისის ჩათვლით  შეავსოთ  განაცხადი აღნიშნულ ბმულზე: 

 http://hr.palitra.ge/vacancy/0x8719005056a2625311ea9c04a9251f47 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: 

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. 

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. 

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. 

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს. 

გისურვებთ წარმატებას! 

სხვა ვებ გვერდზე


მსგავსი განცხადებები
მთავარი ბუღალტერი სამშენებლო კომპანიაში

აუდიტორული კომპანია


29 მაის - 27 ივნ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV