ფართების მოძიების უფროსი სპეციალისტი

თარიღები: 22 მაის - 11 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: HR@orinabiji.ge
გაყიდვები:  უძრავი ქონება

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას ფართების მოძიების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

 

 

ფუნქციები:

  • საიჯარო ფართების მოძიება და ბაზრის ანალიზი - მდებარეობის შესწავლა, მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრა, კონკურენტების და მომგებიანობის ანალიზი;
  • მეიჯარეებთან ურთიერთობა, მოლაპარაკების წარმოება;
  • პოტენციურ საიჯარო ფართების ბაზის შექმნა და მუდმივი განვითარება;
  • უძრავი ქონების სააგენტოებთან თანამშრომლობა;
  • კონკურენტების ბაზრის შეწავლა და ანალიზი;
  • მეიჯარეებთან სახელშეკრულებო პირობებზე მოლაპარაკება და ხელშეკრულებების ადმინისტრირება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის სფეროში;
  • გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საცალო სავაჭრო ბიზნესის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ცოდნა უძრავი ქონების შეფასების ძირითადი კრიტერიუმების შესახებ;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

უნარები:

  • მოლაპარაკებების წარმოებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

სხვა მოთხოვნები:

  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • საკუთარი ავტომობილის ფლობა.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „ფართების მოძიების უფროსი სპეციალისტი“.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 ივნისი, 2020 წელი

 

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

 

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯ“ - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯ“ - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV