თარიღები: 21 მაის - 19 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@benefits.ge
დაზღვევა:  ანდერაიტერი

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. „Global Benefits Group” ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ანდერაიტერის თანამდებობაზე. სამედიცინო ანდერაიტერი ანგარიშვალდებულია ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის და გადაზღვევის განყოფილების უფროსის წინაშე.

 

განცხადების ვადა: 21 მაისი - 21 ივნისი, 2020

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5 ელ. ფოსტა: hr@benefits.ge

სამუშაო განკვეთი: სრული, სამუშაო კვირა: ორშაბათი - პარასკევი,

ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 ან C1 დონე)
  • კომპიუტერის საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
  • მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში
  • სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო ანდერაიტინგის მიმართულებით
  • სასურველია ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

 

 

უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება
  • კომუნიკაბელურობა
  • პროფესიული განვითარების უნარ-ჩვევები
  • დეტალებზე ორინტირებული
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოწესრიგებულობა
  • დაკვირვებული და ანალიზის უნარის მქონე
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მათემატიკური/ტექნიკური აზროვნების უნარი

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

პროდუქტების განვითარება

  • ახალი პროდუქტების შემუშავებასთან და/ან არსებული პროდუქტის განვითარებასთან დაკავშირებული დავალებ(ებ)ის შესრულება;
  • ახალ პროდუქტის ჩაშვებასთან დაკავშირებით შესაბამისი რგოლების ინფორმირებისა და პროდუქტის დეტალურად გაცნობის პროცესში მონაწილეობა (უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად);
  • ანდერაიტინგი
  • ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტების შემუშავება და ამავე პროცესის ფარგლებში უშუალო უფროსის დავალებ(ებ)ის შესრულება;
  • სადაზღვევო რისკების შეფასება; ფასწარმოქმნისათვის საჭირო ანალიტიკა, ზარალიანობის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევის კუთხით კომპანიაში შემოსული მოთხოვნების შესწავლა/დამუშავება და სადაზღვევო წინადადების მომზადება;
  • ცალკეული პროექტების (განსხვავებული პროდუქტების, ტენდერების) შემთხვევაში შესაბამისი რგოლების ინფორმირებისა და ერთიანი მიდგომების შემუშავების პროცესში ჩართულობა და ამავე პროცესების ფარგლებში უშუალო უფროსის დავალებ(ებ)ის შესრულება;
  • თანამშრომლობა და კოოპორაცია სხვადასხვა განყოფილებებთან (საოპერაციო, გაყიდვები და სხვა);
  • ზარალის დადგომის შემთხვევაში ზარალების სამსახურის კონსულტირება მოქმედი ხელშეკრულებ(ებ)ის პირობების თაობაზე;
  • სამედიცინო დაზღვევის შეთავაზებაზე შემოსული მოთხოვნების აღრიცხვა;
  • სამედიცინო ხელშეკრულებების (დანართების) მომზადება და მონაცემების (დაზღვევის პირობები, ბარათები/დაფარვები და შესაბამისი დოკუმენტები) სამუშაო პროგრამის სამედიცინო მოდულში ასახვა;

 

გადაზღვევა

  • გადაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში შემოსული მოთხოვნების მენეჯმენტი, დაზღვევის განაცხადების/კითხვარების განხილვა, შესაბამისი კომუნიკაციის წარმოება დაკავშირებულ რგოლებთან (გადამზღვეველთან, ბროკერთან, კომპანიის შიგნით);
  • გადამზღვევლებთან ურთიერთობა კონკრეტული ზარალების დარეგულირების კუთხით;
  • დადასტურებული გადაზღვეული პროდუქტების აღრიცხვა უშუალო უფროსთან შეთანხმებული ფორმით

 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. გისურვებთ წარმატებას!




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV