კიბერუსაფრთხოება + ეთიკური ჰაკინგის ონლაინ კურსი

თარიღები: 21 მაის - 19 ივნ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: nextitacademy@gmail.com
ტელეფონი: +995 551 40 12 34
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

დასახელება: კიბერუსაფრთხოება + ეთიკური ჰაკინგის ონლაინ კურსი

მომწოდებელი: Next-IT Academy

 

ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას კიბერუსაფრთხოება + ქსელის უსაფრთხოება + ეთიკური ჰაკინგის ონლაინ კურსზე

 

კურსის ხანგრძლივობა: 2-2.5 თვე

სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი

ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (20:00-დან 22:00-მდე)

ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია

სწავლის ჯამური ღირებულება: 500 ლარი, გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივადაც (თვეში 250 ლარი);

ლექციები ჩატარდება  Cisco Webex პროგრამით, რომელიც მოგცემთ ნებისმიერი მოწყობილობით (პერსონალური კომპიუტერი, ლეპტოპი, პლანშეტი, მობილური - Android, iOS) ჩართვის საშუალებას.

სასწავლო მასალები და ვიდეო ჩანაწერები განთავსდება ელექტრონულ ფორმატში.

 

სწავლა დაიწყება 2 ივნისს (საღამოს 20:00 საათზე)

რეგისტრაციისთვის უნდა დარეკოთ ქვემოთ მოცემულ ნომრებზე, გაგესაუბრებათ ინსტრუქტორი და მოგცემთ რეგისტრაციისთვის საჭირო მითითებებს.

ტელ: +995 551 40 12 34, +995 558 19 04 07

ელ-ფოსტა: nextitacademy@gmail.com

Facebookhttps://www.facebook.com/Next.IT.Academy/

Facebookhttps://www.facebook.com/profile.php?id=100015009244099

 

გაიცემა ხუთი სერტიფიკატი:

  • Cisco  - Introduction to Cybersecurity
  • Cisco – Cybersecurity Essentials
  • Cisco – Cybersecurity Operations
  • Cisco – CCNA Security
  • Next-ITsecurity

 ამ სერტიფიკატების გარდა მსმენელი სრულიად მზად იქნება ჩააბაროს Certified Ethical Hacking (CEH) ოფიციალური გამოცდა

 

ზოგადი ინფორმაცია:

  • კურსის განმავლობაში შესრულებული იქნება უამრავ პრაქტიკულ დავალება, რაც გაგიადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
  • უზრუნველყოფილი იქნები კურსისთვის საჭირო ყველანაირი პროგრამული უზრუნველყოფით;
  • პრაქტიკული დავალებები შესრულდება Windows, Ubuntu/Kali/Parrot/Arch Linux, Cisco IOS ოპერაციულ სისტემებზე და კონკრეტულ აპლიკაციებში;
  • განხილული იქნება უსაფრთხოების შესამოწმებელი პროგრამები, ასევე Kali Linux და მისი შეღწევადობის ტესტირების უტილიტები;
  • კურსდამთავრებულს შეეძლება მუშაობა როგორც მცირე, ისე მსხვილ ორგანიზაციაში;
  • კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
  • კურსის დასრულების შემდგომ მსმენელს შეეძლება მუშაობა კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსად, ქსელის უსაფრთხოების სპეციალისტად ან კიბერუსაფრთხოების სპეციალისტად.          

 

 სასწავლო კურსის პროგრამა:

  • კიბერუსაფრთხოება: ინფორმაციული სისტემების საფრთხეების აღწერა;
  • კიბერუსაფრთხოება: მავნე პროგრამებისა და მათგან თავდაცვის მეთოდების განხილვა
  • კიბერუსაფრთხოება: გავრცელებული საფრთხეები, თანამედროვე თავდასხმების კლასიფიკაცია (Dos/DDOS, Main-in-the-Middle, Sniffing, Phishing, Injection, Spoofing, Zero-Day და ა.შ); მათთან ბრძოლის მეთოდების განხილვა
  • კიბერუსაფრთხოება: იდენტიფიკაცია, აუთენტიკაცია, ავტორიზაცია, ანგარიშგება (AAA) Windows, Linux სისტემებში
  • კიბერუსაფრთხოება: უფლებათა დონეების განსაზღვრა, როლები; წვდომის კონტროლის ტიპები; ინფ. რესურსებზე წვდომების განსაზღვრა და კონტროლი;
  • ქსელის უსაფრთხოება: ქსელური მოწყობილობების უსაფრთხოება: მოწყობილობასთან წვდომის დაცვა, ადმინისტრაციული როლების დანიშვნა, უსაფრთხო მარშრუტიზაცია
  • ქსელის უსაფრთხოება: AAA; RADIUS და TACACS+ სისტემების აწყობა
  • ქსელის უსაფრთხოება: ქსელური მოწყობილობების უსაფრთხოება (პრივილეგიები, როლები, OSPF-Security, NTP Security, SNMP security, SSH)
  • ქსელის უსაფრთხოება: ფაიერვოლ ტექნოლოგიები -   Access Lists;
  • ქსელის უსაფრთხოება: ფაიერვოლური ტექნოლოგიების იმპლემენტაცია (DMZ, ZPF)
  • ქსელის უსაფრთხოება: შემოჭრების გამოვლენისა და პრევენციის სისტემები (IDS/IPS)
  • ქსელის უსაფრთხოება: ლოკალური ქსელის უსაფრთხოება;
  • კიბერუსაფრთხოება: საბოლოო მოწყობილობების უსაფრთხოება და ანალიზი
  • ქსელის უსაფრთხოება: მეორე შრის უსაფრთხოება (პორტების უსაფრთხოება, VLAN Security, ARP Security, STP-Security, DHCP Security და ა.შ)
  • კიბერუსაფრთხოება: კრიპტოგრაფიული სისტემები: შიფრაცია/დეშიფრაცია; შიფრაციის ალგორითმები
  • კიბერუსაფრთხოება: მონაცემთა მთლიანობა, მთლიანობის კონტროლი; ჰეშირება; ჰეშირების ალგორითმები
  • კიბერუსაფრთხოება: კრიპტოგრაფია ღია გასაღებით: ციფრული ხელმოწერა, ციფრული სერტიფიკატები
  • ქსელის უსაფრთხოება: ვირტუალური კერძო ქსელების (VPN) დანერგვა
  • ქსელის უსაფრთხოება: ASA Firewall-ის კონფიგურაცია (CLI-ით და ASDM-ით)
  • ქსელის უსაფრთხოება: უსაფრთხოება კაბელურ და უკაბელო მარშრუტიზატორებში (TP-Link, MikroTik);
  • ქსელის უსაფრთხოება: ქსელური ტრაფიკების ანალიზი
  • კიბერუსაფრთხოება: ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკები, სტანდარტები, რეკომენდაციები და პროცედურები; კანონმდებლობის საკითხები
  • კიბერუსაფრთხოება: რისკების ანალიზი, ბიზნეს უწყვეტობა, აქტივების იდენტიფიკაცია, აქტივების კლასიფიკაცია
  • კიბერუსაფრთხოება: საწარმოო ქსელების უსაფრთხოება; DLP, CyberArk, WAF, SIEM
  • კიბერუსაფრთხოება: ინფორმაციის ანალიზი შემოჭრების შესახებ
  • კიბერუსაფრთხოება: ინციდენტზე რეაგირება და დამუშავება
  • კიბერუსაფრთხოება: ლოგ ფაილების ანალიზი
  • კიბერუსაფრთხოება: ინციდენტების ანალიზი SGUIL, ELSA, Wireshark და სხვა პროგრამებით
  • კიბერუსაფრთხოება: ოპერაციული სისტემების, სერვერების, ქსელის გამაგრება (Hardening)
  • ეთიკური ჰაკინგი: ინფორმაციის მოპოვება და დაზვერვა, ქსელის სკანირება, ქსელის აღწერა,
  • ეთიკური ჰაკინგი: სისუსტეების სკანირება და აღმოჩენილი სისუსტეების აღმოფხვრა
  • ეთიკური ჰაკინგი: სისტემის ჰაკინგი, მავნე კოდის საფრთხეები, ტროიანის შექმნა და ჩანერგვა მსხვერპლის სისტემაში;
  • ეთიკური ჰაკინგი: მავნე პროგრამის რევერსული ინჟინერია, სენდბოქს სისტემასთან მუშაობა
  • ეთიკური ჰაკინგი: Man-in-the-Middle შეტევის შექმნა
  • ეთიკური ჰაკინგი: სნიფინგი, სოციალური ინჟინერია
  • ეთიკური ჰაკინგი: DoS შეტევების შესრულება, სესიის მიტაცება, IDS-ფაიერვოლ სისტემებზე და სატყუარებზე თავის არიდება
  • ეთიკური ჰაკინგი: ვებ-სერვისების და ვებ-აპლიკაციების ჰაკინგი, SQL ინექცია
  • ეთიკური ჰაკინგი: უკაბელო ქსელის გატეხვა, უსაფრთხოება უკაბელო ქსელებში
  • ეთიკური ჰაკინგი: მობილური პლატფორმების გატეხვა, მობილური მოწყობილობების უსაფრთხოება
  • ეთიკური ჰაკინგი: IoT-ის განხილვა, IoT-ის გატეხვა, უსაფრთხოება IoT ტექნოლოგიებში
  • ეთიკური ჰაკინგი: ღრუბლოვანი გამოთვლის სისტემები, უსაფრთხოება ღრუბლოვან სისტემებში

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული ონლაინ კურსი - 30%-იანი ფასდაკლებით

OneSoft Training Centre


06 მაის - 04 ივნ

3დს მაქსის და ავტოკადის ტრენინგები - 3DS MAX & AutoCAD

აკლასი


25 მაის - 23 ივნ

ინგლისურის ონლაინ კურსი

ბრიტანეთის სამყარო


01 მაის - 30 მაის

logo

ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა

ISET - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა


14 მაის - 12 ივნ

გახდი ტოპ - მენეჯერი CEO _Program

ევროპის ბიზნეს სკოლა და კონსალტინგი


18 მაის - 16 ივნ

არქიკადის და რევიტის ტრენინგები - ArchiCAD & Revit

აკლასი


25 მაის - 23 ივნ

სასწავლო კურსი - ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები

რონდელის ფონდი


19 მაის - 10 ივნ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV