ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თარიღები: 19 მაის - 17 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@usa2georgia.com
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი

USA2GEORGIA აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, 09:00-17:00 ან 13:00-21:00

ადგილმდებარეობა: თბილისი.

 

USA2GEORGIA-ში ჩვენ შევქმენით ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ფასდება შრომისმოყვარეობა, კოლეგიალურობა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.

თუ ხართ კეთილსინდისიერი, თავაზიანი და კომუნიკაბელური ადამიანი;

თუ გსურთ, დასაქმდეთ ისეთ სტაბილურ და მზარდ კომპანიაში, როგორიც არის USA2GEORGIA;

გეძლევათ შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.

 

ფუნქცია/მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა (მომსახურების პირობების მიხედვით);
  • მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული სერვისების გაცნობა;
  • კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი სტანდარტის მკაცრად, ზედმიწევნით დაცვა;
  • დღის განმავლობაში შემოსულ მეილებზე პასუხის გაცემა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება;
  • უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.

 

ძირითადი უნარ–ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მომსახურების ხარისხზე და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ჩვენი შემოთავაზებით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@usa2georgia.com 2020 წლის 17 ივნისამდე.

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს USA2GEORGIA-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, შპს USA2GEORGIA უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს USA2GEORGIA-ს მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;

ანიჭებთ შპს USA2GEORGIA-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს დადაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ისმოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს USA2GEORGIA თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ნფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV