სასწავლო კურსი - რუსეთი და მისი სამეზობლო

თარიღები: 19 მაის - 10 ივნ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: governanceschool@gfsis.org
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის - რონდელის ფონდის მმართველობის სკოლა აცხადებს მიღებას სასწავლო კურსზე რუსეთი და მისი სამეზობლო

 

კურსის შინაარსი და მიზანი

კურსი მიმოიხილავს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტ-საბჭოთა სივრცეში განვითარებულ პროცესებს. ძირითადი ყურადღება დაეთმობა რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანისა და სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვის, ბალტიისპირეთის ქვეყნების შიდა და საგარეო პოლიტიკას. ასევე, ამ ქვეყნების ეკონომიკასა და სავაჭრო ურთიერთობებს.

კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არსებული მდგომარეობა, მიაწოდოს სიღრმისეული ინფორმაცია მათი საგარეო-პოლიტიკური ინტერესებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თაობაზე, გააცნოს მათ ამ ქვეყნების დამოკიდებულება და ურთიერთობები საქართველოსთან. შესაბამისად, შეუქმნას უფრო ნათელი წარმოდგენა საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკურ გარემოზე.

სასწავლო პროცესი აგებულია რეგიონულ პრინციპზე, რაც კონკრეტული რეგიონების - სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზია, პოსტსაბჭოთა სივრცის დასავლური ნაწილი - უკეთ გაცნობის შესაძლებლობასაც შექმნის. ასევე, მიმოხილული იქნება პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტური კერები, მათი წარმოშობის მიზეზები და დღეისათვის არსებული მდგომარეობა.

 

კურსის ფორმატი

  • სასწავლო კურსი მოიცავს 15 ლექციას - ლექციები ჩატარდება ონლაინ
  • ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, სწავლა დაიწყება 2020 წლის 15 ივნისს

 

სწავლების ღირებულება

  • სასწავლო კურსის ღირებულებაა: 290 ლარი
  • მონაწილეებს გადაეცემათ კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

რეგისტრაციისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ CV მისამართზე: governanceschool@gfsis.org და მიუთითოთ „სასწავლო კურსი: რუსეთი და მისი სამეზობლო“

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2020 წლის 10 ივნისი

 

საბანკო რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი

ბანკის კოდი: BAGAGE22

ანგარიშის # GE14BG0000000156822301 GEL

მიმღები: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი

 

გთხოვთ, გადახდისას დანიშნულებაში მიუითეთ სახელი და გვარი, პირადი ნომერი და კურსის სახელწოდება უნიკალური კოდით (01-01-2020). თანხის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანაგრიშსწორებით. გადახდის ბოლო ვადაა: 2020 წლის 15 ივნისი

კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: governanceschool@gfsis.org


მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული ონლაინ კურსი - 30%-იანი ფასდაკლებით

OneSoft Training Centre


06 მაის - 04 ივნ

3დს მაქსის და ავტოკადის ტრენინგები - 3DS MAX & AutoCAD

აკლასი


25 მაის - 23 ივნ

არქიკადის და რევიტის ტრენინგები - ArchiCAD & Revit

აკლასი


25 მაის - 23 ივნ

გახდი ტოპ - მენეჯერი CEO _Program

ევროპის ბიზნეს სკოლა და კონსალტინგი


18 მაის - 16 ივნ

ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა

ISET - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა


14 მაის - 12 ივნ

ინგლისურის ონლაინ კურსი

ბრიტანეთის სამყარო


01 მაის - 30 მაის

logo

კიბერუსაფრთხოება + ეთიკური ჰაკინგის ონლაინ კურსი

Next-IT Academy


21 მაის - 19 ივნ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV