მომსახურების კონსულტანტის რეზერვი აბაშაში

თარიღები: 18 მაის - 30 მაის
მდებარეობა: აბაშა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: საშუალო განათლება
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: cv@credo.ge
საბანკო:  ბანკის კლიენტთა მომსახურება

სავაკანსიო განცხადება:

დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი“

თანამდებობა: მომსახურების კონსულტანტის რეზერვი

სამუშაო ადგილი: აბაშა

 

 

სს ,,კრედო ბანკი“ არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმინობის შესახებ ლიცენზია. ს.ს ,,კრედო ბანკის“ ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს ,,კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
  • პროფესიული ტრენინგები;

 

 

პოზიციის მიზანი:

მომსახურების კონსულტანტი პასუხისმგებელია სს „კრედო ბანკს” გაუწიოს მომსახურება, დადგენილი პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად.

 

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

 

ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, დასახული ამოცანების შესრულება;
  • მოვალეობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების კეთილსინდისიერად შესრულება და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა;

 

სპეციფიკური:

  • საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, კორპორატიული ღირებულებების, ინფორმაციული
  • უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
  • კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვა;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
  • მისალმება კლიენტის სერვისცენტრში შესვლისთანავე, კრედოს წარდგენა პოტენციური კლიენტებისათვის;
  • კლიენტისათვის დახმარების შეთავაზება და გაწევა პასუხისმგებლობის ფარგლებში;
  • არსებული თუ პოტენციური კლიენტების გადამისამართება შესაბამის პირებთან;
  • კლიენტების რიგითობის დაცვის უზრუნველყოფაი;
  • სერვისცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრებისა და განრიგის შედგენის უზრუნველყოფა;
  • სესხის გაცემის დროს წესრიგის დამყარება მიმღებში;
  • კლიენტებისათვის დახმარების გაწევა სწრაფი გადახდის აპარატებთან;
  • კლიენტისთვის დახმარების გაწევა სესხის დაფარვის პროცესში (ასევე სერვისცენტრის შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება დაფარვის თაობაზე);
  • კომპეტენციის ფარგლებში, სერვისცენტრში არსებული მარაგების კონტროლი და აღრიცხვა (მათ შორის, მარკეტინგული მასალების);
  • სერვისცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვის უზრუნველყოფა, ოფისის დამლაგებლის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინირება;
  • კრედოს ადმინისტრაციული ფორმების/საბუთების მომარაგება;
  • მომსახურების სტანდარტების შესრულება;
  • კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
  • კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის დამხმარე პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს;
  • საჭიროებისამებრ, სერვისცენტრის მენეჯერისათვის დახმარების გაწევა სხვა დავალებების შესრულებაში.

 

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

 

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

  • საშუალო ან უმაღლესი განათლება;
  • ეფექტური ზეპირი საკომუნიკაციო უნარი ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
  • კომუნიკალურობა და კლიენტების მიმართ პოზიტიური განწყობა;
  • თანამედროვებელი ტექნოლოგიების გამოყენებით დონეზე ცოდნა;
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
  • თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ - მომსახურების კონსულტანტის რეზერვი აბაშაში.

 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 მაისი.

 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


მსგავსი განცხადებები
Digital  კონსულტანტი

ლიბერთი ბანკი


01 მაის - 30 მაის

logo

Digital  კონსულტანტი აჭარის რეგიონში

ლიბერთი ბანკი


01 მაის - 30 მაის

logo

Digital  კონსულტანტი გურიის რეგიონში

ლიბერთი ბანკი


01 მაის - 30 მაის

logo

Digital  კონსულტანტი კახეთის რეგიონში

ლიბერთი ბანკი


01 მაის - 30 მაის

logo

Digital  კონსულტანტი იმერეთის რეგიონში

ლიბერთი ბანკი


01 მაის - 30 მაის

logo

Digital  კონსულტანტი სამეგრელოს რეგიონში

ლიბერთი ბანკი


01 მაის - 30 მაის

logo

Digital  კონსულტანტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

ლიბერთი ბანკი


01 მაის - 30 მაის

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV