სტაჟირების პროგრამა მომხმარებელთა აქტივაციისა და კვლევის  მიმართულებით

თარიღები: 14 მაის - 01 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული

სხვა ვებ გვერდზე

მარკეტინგი, რეკლამა, PR:  კვლევა (ხარიხსობრივი)

ჩვენ ვართ პეპსიკო! 

პეპსიკო წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი

და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული";

წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". 

 
 

შექმენი შენი განვითარების გზა პეპსიკოში!  

არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟირების პროგრამის მონაწილე მომხმარებელთა

აქტივაციისა და კვლევის  მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა

უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად! 

 

რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე: 

  • ბრენდებისა და პროდუქტების ბაზარზე განვითარების ანალიზი, მომხმარებელთა ქცევის კვლევა 
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა სავაჭრო მარკეტინგის სხვადასხვა ინსტრუმენტებით 
  • ადგილობრივი პრომო-აქციების განხორციელება და ინოვაციური მიდგომების მხარდაჭერა სავაჭრო წერტილებში  

 

პროგრამის დასრულების შემდეგ: 

  • ისწავლი დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობას, მარკეტინგული კვლევების ჩატარებას   
  • შეისწავლი სავაჭრო ობიექტებში პროდუქტების განლაგების პრინციპსა და მომხმარებელთა ქცევას  
  • შეძლებ გაყიდვების გუნდთან ერთად განახორციელო რეალური კამპანიები ყველაზე ცნობილი ბრენდების განვითარებისთვის 

 

ვის ვეძებთ: 

  • უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ეკონომიკის, სოციოლოგიის, მარკეტინგის მიმართულებით 
  • უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური B2+ დონეზე 
  • MS Office პროგრამების ცოდნა  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი  
  • ციფრებთან მუშაობისა და ინფორმაციის ანალიზის უნარი 
  • ანალიტიკური აზროვნება 
  • ადამიანებზე დაკვირვების სურვილი და ინტერესი მათი ქცევის მიზეზების ძიებისადმი 
  • სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა 

 

რას გთავაზობთ:

  • პეპსიკოს მმართველი გუნდის მხარდაჭერასა და ინდივიდუალური განვითარების პროგრამას
  • ინტენსიურ ტრენინგებსა და უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამებს
  • კონკურენტულ ყოველთვიურ ანაზღაურებას - 1350 ლარი
  • წვდომას კორპორატიულ ბიბლიოთეკასა და PepsiCo ელექტრონულ უნივერსიტეტზე

 

დაინტერესდი? 

გაიგე უფრო მეტი სტაჟირების პროგრამის შესახებ PepsiCo GO Programs, გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ივნისი, 2020.  PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში. 

გისურვებთ წარმატებებს!   

 

სხვა ვებ გვერდზე


მსგავსი განცხადებები
იდუმალი მყიდველი/იდუმალი პაციენტი

ავერსის კლინიკა


20 მაის - 27 მაის

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV