სტაჟირების პროგრამა გაყიდვების კომპეტენციების განვითარების მიმართულებით

თარიღები: 14 მაის - 01 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული

სხვა ვებ გვერდზე

გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი)

ჩვენ ვართ პეპსიკო! 

პეპსიკო წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: 

რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". 

 

შექმენი შენი განვითარების გზა პეპსიკოში!  

არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟირების პროგრამის მონაწილე გაყიდვების კომპეტენციების განვითარების მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი 

პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად! 

 

მოკლე აღწერა:  

გაყიდვების კომპეტენციების განვითარება ორიენტირებულია გაყიდვების გუნდის ცოდნისა და უნარების ამაღლებაზე, რასაც უზრუნველყოფს თანამედროვე ეფექტური სწავლების პლატფორმების შექმნითა და პროცესების, მართვის მეთოდებისა და ინსტრუმენტების სრულყოფის საშუალებით, რათა კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ვითარდებოდეს უფრო სწრაფად, ძლიერად და უკეთესად.  

 

რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე: 

  • პეპსიკოს ევროპული პლატფორმებიდან სასწავლო მასალების თარგმნა ქართულ ენაზე და ადაპტაცია 
  • პროექტებზე მუშაობა გაყიდვების, სავაჭრო მარკეტინგის, ფინანსებისა და ლოგისტიკის გუნდთან ერთად 
  • საველე თანამშრომელთა მიერ სამუშაო მეთოდების გამოყენების შემოწმება  
  • სხვადასხვა კომპეტენციების შეფასებისა და სერთიფიცირების პროცესებში მონაწილეობის მიღება 
  • ჩატარებული ტრენინგების ეფექტურობის ანალიზი, სწავლების შედეგიანობის მონიტორინგი 
  • გამოცდილ ტრენერებთან და მენეჯერებთან ერთად ტრენინგების ჩატარება 

 

 

პროგრამის დასრულების შემდეგ: 

  • მიიღებ ექსპერტულ ცოდნასა და გამოცდილებას FMCG სექტორში გაყიდვების მიმართულებით 
  • გაიგებ მსოფლიო ბაზრების განვითარების უახლეს ტენდენციებსა და ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკას 
  • ისწავლი ელექტრონული ტრენინგების პლატფორმების შემნასა და მართვას 
  • გაეცნობი კომპანია პეპსიკოს გაყიდვების მართვის მეთოდოლოგიას  
  • მიიღებ პროექტების მართვისა და შეფასებების ჩატარების გამოცდილებას 
  • გაითავისებ პროფესიონალური ბიზნეს ტრენინგების ჩატარების უნარებს  

 

ვის ვეძებთ: 

  • უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები  
  • უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური B2+ დონეზე 
  • MS Office პროგრამების ცოდნა  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი  
  • ანალიტიკური აზროვნება 
  • სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა 

 

რას გთავაზობთ:

  • პეპსიკოს მმართველი გუნდის მხარდაჭერასა და ინდივიდუალური განვითარების პროგრამას
  • ინტენსიურ ტრენინგებსა და უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამებს
  • კონკურენტულ ყოველთვიურ ანაზღაურებას - 1350 ლარი
  • წვდომას კორპორატიულ ბიბლიოთეკასა და PepsiCo ელექტრონულ უნივერსიტეტზე

 

დაინტერესდი? 

გაიგე უფრო მეტი სტაჟირების პროგრამის შესახებ PepsiCo GO Programs, გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ივნისი, 2020.  PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში. 

გისურვებთ წარმატებებს!   

სხვა ვებ გვერდზე


მსგავსი განცხადებები
Internship Program

Philip Morris Georgia


13 მაის - 30 მაის

Internship Program

Philip Morris Georgia


20 მაის - 30 მაის

Продакт Mенеджер NetApp

MUK TBILISI


06 მაის - 04 ივნ

კონსულტანტი

HH Recruitment


15 მაის - 31 მაის

დარბაზის ადმინისტრატორი

ზღაპარი


20 მაის - 30 მაის

logo

გაყიდვების კონსულტანტი

HH Recruitment


21 მაის - 31 მაის

პრისელერი იმერეთის რეგიონში

რეგალ


18 მაის - 16 ივნ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV