მთავარი ბუღალტერის თანაშემწე

თარიღები: 11 მაის - 09 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: vacancy@unison.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტრის თანაშემწე

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

„უნისონი“ პოზიციონირებულია, როგორც დამოუკიდებელი, წმინდა მზღვეველი, რომელიც არ არის აფილირებული სხვადასხვა არასადაზღვევო ბიზნესებთან - ბანკებთან, სამედიცინო და ფარმაცევტულ კომპანიებთან - და თანამშრომლობს დასავლეთის ქვეყნებისა და ლონდონის „A“ კატეგორიის საერთაშორისო გადამზღვევ უმსხვილეს კომპანიებთან. “უნისონი“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, დაიცვას ბიზნესი ზედმეტი რისკებისგან, ხელი შეუწყოს თითოეული კლიენტის კეთილდღეობას. ამ მისიას „უნისონი“ წარმატებით ახორციელებს პროფესიონების გუნდის დახმარებით, რომელთაც სადაზღვევო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ და კარგად იციან თუ როგორ მართონ შესაძლო რისკები.

 

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მთავარი ბუღალტერის თანაშემწის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ჩარიცხული თანხების ბუღალტრულ და საოპერაციო პროგრამაში ასახვა;
  • საბანკო ამონაწერის დამუშავება და შესაბამისი გატარებების შესრულება;
  • სალაროს ოპერაციების საბუღალტრო და საოპერაციო პროგრამაში ასახვა;
  • სხვა ბუღალტრული გატარების შესრულება და საბუღალტრო პროგრამაში დროული ასახვა;
  • ბუღალტერიაში არსებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და პერიოდების მიხედვით დახარისხება;
  • მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება;

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით;
  • ბუღალტერიაში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება; სადაზღვეო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე მეილზე: vacancy@unison.ge; მეილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

 

გაცნობებთ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლ


მსგავსი განცხადებები
ბუღალტრის დამხმარე/ოპერატორი

სამშენებლო მასალების მაღაზია კმპ


22 მაის - 20 ივნ

ბუღალტრის თანაშემწე

სუფთა სამყარო


25 მაის - 23 ივნ

მთავარი ბუღალტრის დამხმარე ქუთაისში

Alutech Georgia


25 მაის - 21 ივნ

ბუღალტრის თანაშემწე

Aray Tomorrow


29 მაის - 15 ივნ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV