არქიტექტორი-დიზაინერი

თარიღები: 08 მაის - 05 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@psp.ge
ხელოვნება/მედია:  გრაფიკული დიზაინი სამშენებლო, უძრავი ქონება:  არქიტექტორი

კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორი-დიზაინერის თანამდებობაზე

 

ფუნქცია-მოვალეობები

  • შენობის/ფართის აზომვა და არქიტექტურული ნახაზის შესრულება კომპანიის ბრენდის გათვალისწინებით;
  • სავაჭრო ობიექტების ინვენტარის ნახაზის შესრულება და 3D მოდელირება;
  • სავაჭრო ობიექტებისათვის დიზაინის ელემენტების შექმნა;
  • ცალკეული ობიექტების დეკორაციის კონცეფციის შემუშავება და შესრულება;
  • შენობის/ფართის ფასადის შეთანხმება ქალაქების არქიტექტურულ სამსახურებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის/დიზაინის მიმართულებით, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტების განაცხადები;
  •  ArchiCAD; 3D Max, Photoshop-ის ცოდნა აუცილებელია;
  • Illustrator, InDesign, Corel draw-ის ცოდნა სასურველია;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასურველია.

 

უნარები და პიროვნული თვისებები

  • კრეატიულობა;
  •  ინიციატივიანობა;
  •  სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
  •  გუნდში მუშაობის უნარი;
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  •  ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge

Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 ივნისი, 2020 წელი.