გენერალური დირექტორი

სამედიცინო სადისტრიბუციო კომპანია

თარიღები: 07 მაის - 05 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hrvacancytm@gmail.com
TOP მენეჯმენტი:  გენერალური დირექტორი/დირექტორი

 სამედიცინო სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის პოზიციაზე.  

კომპანია ბაზარზე ოპერირებს 10 წელია და მასში დასაქმებულია 40-მდე თანამშრომელი.  

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარება და მისი განხორციელების პროცესის მართვა; 
  • კომპანიის ერთიანი სტრატეგიული გეგმისა და ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება; 
  • კომპანიის წინაშე მდგარი რეპუტაციული რისკების, საფრთხეების განხილვა და რეაგირების გზებზე შეთანხმება; 
  • კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება; 
  • კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა; 
  • კომპანიის სარეალიზაციო ქსელში,ყველა ძირითად სავაჭრო არხზე (საცალო, კორპორატიული, საბითუმო) ახალი პროდუქტების დამატების შესაბამისი ფინანსური გათვლებისა და პროექტების დამტკიცება; 
  • კატეგორიების მიხედვით, ფასწარმოქმნის,  პროდუქციის მარჟებისა და გაყიდვების გეგმების რეგულაციების ჩამოყალიბება;  
  • კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება. 

 

ძირითადი მოთხოვნები :  

  • უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში. MBA ჩაითვლება უპირატესობად; 
  • მუშაობის გამოცდილება მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე -  კომერციული მიმართულებით არანაკლებ 2 წლისა; 
  • მუშაობის გამოცდილება B2B სფეროში; 
  • ფინანსების მართვის გამოცდილება; 
  • ძირითადი საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა; 

 

პიროვნული მახასიათებლები: 

  • ადამიანური რესურსების ორგანიზების და მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი; 
  • ბიზნესის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული; 
  • სისტემური აზროვნების უნარი; 
  • შედეგზე ორიენტირებული; 
  • ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • მაღალი ემოციური ინტელექტით; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • მოტივაციური ანალიზის უნარი; 

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:00 სთ  

ანაზღაურება: ინდივიდუალურად შეთანხმდება სამუშაო გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე   hrvacancytm@gmail.com 2020 წლის 7 ივნისის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  

გისურვებთ წარმატებას !  




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV