Online მაღაზიის პროექტის მენეჯერი

თარიღები: 05 მაის - 03 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@clean-house.ge
გაყიდვები:  ფილიალების ქსელი

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 150 ფილიალით.

  

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

 

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.  

 

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიასOnline მაღაზიის პროექტის მენეჯერის“ პოზიციაზე.

 

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

 

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელექტრონული მაღაზიის აწყობა და გაშვება;
  • „სუფთა სახლის“ ბრენდის პლატფორმის  გათვალისწიენებით,  დიზაინერებთან  ერთად საიტის ვიზუალზე მუშაობა;
  • ელექტრონული მაღაზიის სპეციფიკიდან გამომდინარე სწორი მარკეტინგული სტრუქტურის შემუშავება;
  • საიტის მართვა და კონტენტის განახლება;
  • Online კომერციისთვის სწორი ციფრული სარეკლამო არხების შერჩევა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ციფრული მარკეტინგული პროექტების მართვის გამოცდილება;
  • ელექტრონული მაღაზიების მართვის და დიზაინერებთან მუშაობის გამოცდილება;
  • CS-Cart-ის ან სხვა შესაბამის პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენის ცოდნა აუცილებელია (ინგლისური, რუსული).


დამატებითი უნარები:

  • კომუნიკაბელური;
  • პასუხიმგებლიანი;
  • ორგანიზებული;
  • ენერგიული;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV და პორტფოლიო (Online საიტების ლინკები) შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge .   გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა „Online მაღაზიის მენეჯერი.“

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „სუფთა სახლი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი განცხადებები
Store Manager / Sales Expert in Tbilisi and Batumi

Philip Morris Georgia


15 მაის - 30 მაის

Store Manager in Tbilisi and Batumi

ჯიდიაი


14 მაის - 30 მაის

ადმინისტრატორი ლანჩხუთში

სუფთა სახლი


04 მაის - 02 ივნ

ადმინისტრატორი ჭიათურაში

სუფთა სახლი


05 მაის - 03 ივნ

ადმინისტრატორი

ანტრე


13 მაის - 11 ივნ

ადმინისტრატორი ბათუმში

სუპერმარკეტების ქსელი ვილმარტი


25 მაის - 23 ივნ

ადმინისტრატორი ხობში

სუფთა სახლი


04 მაის - 02 ივნ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV